ეტყობა ქართული FARA ნელა-ნელა, მაგრამ თავის საქმეს აკეთებს – აგენტურას ძალიან გაუჭირდა და დასახმარებლად მფარველებს მიმართა, მათაც ვენეციის კომისიას დააწერინეს სასურველი მოსაზრება
წავიკითხე ვენეციის კომისიის დოკუმენტი და ის თავიდან ბოლომდე არის პოლიტიზირებული და ნაკლებად სამართლებრივი, ამის გასაგებად არც არის საჭირო იურიდიული განათლება, იმდენად აშკარად იკითხება პოლიტიკური მდგენელი. ის ემსახურება ერთადერთ მიზანს – გადაარჩინონ საქართველოში მოქმედი უცხოური აგენტურა, რომელიც სწორედ გარედან მიღებული ფულით სულდგმულობს და ამავე ფულით ახორციელებს ხშირად დესტრუქციულ საქმიანობასაც, – წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში. როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ვენეციის კომისიის განცხადებით, მათ მოსაზრების მომზადება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა სთხოვა, შესაბამისად, „თავსატეხი“ ამოხსნილია, ვინაიდან, სწორედ აღნიშნული კომიტეტი გამოირჩევა იმით, რომ საქართველოში არსებულ სიტუაციას მრუდე სარკეში უყურებს, აქაური აგენტურის „დამსახურებით“. „ევრობიუროკრატია მეტად და მეტად იჭედება, ეს ძალიან რბილად რომ ვთქვათ.
ამჯერად ევროსაბჭოს ვენეციის კომისია საქართველოსგან ითხოვს გააუქმოს ამერიკული FARA -ს ზუსტი ანალოგი „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ [FARA], გრანტების კანონში შესული ცვლილებები და ყველა ის კანონი, რომელიც “უცხოურ გავლენას” ეხება. მარტივი კითხვა: თუკი აშშ-ში FARA ხელს არ უშლის დემოკრატიას, რატომ შეიძლება ის ემუქრებოდეს დემოკრატიას საქართველოში. იქაც და აქაც უცხოური ფულის მიმღებთ სთხოვენ ხარჯების გამჭვირვალობას და რეგისტრაციას. თუმცა, იქ ეს დასაშვებია, აქ კი არა. წავიკითხე ვენეციის კომისიის დოკუმენტი და ის თავიდან ბოლომდე არის პოლიტიზირებული და ნაკლებად სამართლებრივი, ამის გასაგებად არც არის საჭირო იურიდიული განათლება, იმდენად აშკარად იკითხება პოლიტიკური მდგენელი. ის ემსახურება ერთადერთ მიზანს – გადაარჩინონ საქართველოში მოქმედი უცხოური აგენტურა, რომელიც სწორედ გარედან მიღებული ფულით სულდგმულობს და ამავე ფულით ახორციელებს ხშირად დესტრუქციულ საქმიანობასაც. მოგეხსენებათ, ეშმაკი დეტალებში იმალება. ვენეციის კომისიის განცხადებით, მათ მოსაზრების მომზადება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა სთხოვა. „თავსატეხი“ ამოხსნილია. სწორედ აღნიშნული კომიტეტი გამოირჩევა იმით, რომ საქართველოში არსებულ სიტუაციას მრუდე სარკეში უყურებს, აქაური მათი აგენტურის „დამსახურებით“. ეტყობა ქართული FARA ნელა-ნელა მაგრამ თავის საქმეს აკეთებს. აგენტურას ძალიან გაუჭირდა და დასახმარებლად მფარველებს მიმართა. მათაც ვენეციის კომისიას დააწერინეს სასურველი მოსაზრება. რომ იტყვიან, ბევრჯერ ნანახი კინო და ტკივილამდე ნაცნობი სცენარი.“ – წერს ანჯაფარიძე.