“ეტყობა, ოცნებამ ქალები ასეთ სარისკო საქმეზე ვერ დაასაქმა” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი:
ს გაყალბების კიდევ ერთი უტყუარი მტკიცებულება დადო „სამართლიანმა არჩევნებმა“.
მათ შეამჩნიეს, რომ წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ამ არჩევნებზე სტატისტიკურად უჩვეულოდ ბევრი მამაკაცი ამომრჩევლის მოსვლა ფიქსირდებოდა. გამოითხოვეს მონაცემები დან და ასეულობით უბანზე კაცების მნიშვნელოვანი მეტობა აღმოჩნდა, (რაც თავსიათავად საეჭვო ფაქტია, რადგან არცერთ სხვა არჩევნებზე ასეთი რამ არ მომხდარა), ხოლო რამდენიმე ათეულ უბანზე კაცების რაოდენობა იმაზე მეტიც კი აღმოჩნდა, ვიდრე საარჩეევნო სიაში იყვნენ ანუ 100 პროცენტზე მეტი კაცი მივიდა რაღაცნაირად არჩევნებზე. მარტივად რომ ავხსნათ, რა მოხდა: შენ თუ უბანზე კარუსელს ატრიალებ ან სხვისი პირადი ნომრებით აძლევს ერთი და იგვივე ადამიანი ხმას რამდენჯერმე, ფრთხილად უნდა იყო, რომ ზედმეტი არ მოგივიდეს და ამ უბანზე არსებული ამომრჩევლის 100 პროცენტს არ გასცდე, თორემ გაყალბება გამჟღავნდება, ამიტომ „ოცნება“ როგორც ჩანს, საერთო რაოდენობასთან შესაბამისობას კარგად აკონტროლებდა. მართალია, ზოგ უბანზე 90 და 80 პროცენტსაც კი მიუახლოვდნენ, რაც ასევე არაბუნებრივა და ჩემთვის გაყალბების უტყუარი მტკიცებულება, მაგრამ თეორიულად შესაძლებელია და ჭირს მოდავება. თუმცა, ერთი რამე გამაზეს: რეგიონებში კარიუსელების დატრიალებაში და სხვისი პირადობებით ხმის მიცემის ოპერაციებში, როგორც ჩანს, ძირითადად კაცები იყვნენ ჩართულები (ეტყობა, ქალები ასეთ სარისკო საქმეზე ვერ დაასაქმეს), ჰოდა, საერთო რაოდენობას კი აკონტროლებდნენ და არ გადასცდა მისული ამორმჩევლის რაოდენობა, მაგრამ 23 უბანზე არსებული კაცების რაოდენობას გადასცდნენ ანუ კაცი ამომრჩეველი იმ უბანზე რეგისტირიებულზე ანუ 100 პროცენტზე მეტი გამოუვიდათ, რაც ასევე უტყუარი მტკიცებულებაა გაყალბების.