“ეტყობა, გულისხმობდა “5 მილიონს მოვპარავთ თითო სოფელსო” – დიხამინჯია

5 მილიონის მილსადენი როგორ უნდა მოიპარო, ვერც კი მივხვდი.
და სულ მოადგილეებს რატომ იჭერენ, უფროსმა არ იცოდა არსად არაფერი? საერთოდ როგორ სუნთქავდა ეს ქვეყანა? ბიძინამ რომ თქვა – 5 მილიონი თითო სოფელსო, ეტყობა გულისხმობდა “5 მილიონს მოვპარავთ თითო სოფელსო”. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ – პარტიის ამდენი წარმომადგენელი თუ წლობით და ამ მასშტაბით ძარცვავდა ქვეყანას, ეგ პარტია უნდა აიკრძალოს და ამოიძირკვოს სრულად, მის სულისჩამდგმელს კი აეკრძალოს პოლიტიკასთან მიახლოება. მთლიანად პარტიას ჰქონია ნეპოტიზმის, კორუფციის და ქურდობის პრობლემა.

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მალანია – რაც ხდება, უსამართლობაა – ბევრი ტალახი მესროლეს, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს – ამბობენ, რომ დაგეგმვაში ვმონაწილეობდი, ვინაიდან ბავშვი მასწავლებელთან მივიყვანე და წამოვიყვანე, ეს არის ჩემი დანაშაული

გიორგი სიორიძე – 2026 წლის ივნისში პური 6,6%-ით, ზეთი 5,5%-ით, ხორცი 9,8%-ით, ხილი 8,7%-ით, ხოლო თევზეული 20,4%-ითაა გაძვირებული – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფასების კომისიის და სუს-ის გამოძიების შედეგი არის სრული კრახი!