“ეს NGO-ების სექტორი რას დაწერს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე კარგს” – გურამ მაჭარაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის კვლევაზე

აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსთან დაკავშირებით, “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, არასამთავრობო სექტორი, ოპოზიციასთან და უცხოელ პარტნიორებთან ერთად, ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის საბოტაჟს ცდილობს და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. გარდა ამისა, “ხალხის ძალაში”მესამე სექტორის გარე დამკვეთებზე საუბრობენ.
“მე ბევრჯერ მინახავს თვითლუსტრაციის პროცესი, მაგრამ ასე აშკარა არ მინახავს, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციების მთელი დასტა გამოდის და ასე საჯაროდ ებრძვის თავის ქვეყანას და იმ საკითხებში ებრძვის, რომელ საკითხებზეც საერთაშორისო ორგანიზაციებს პოზიტიური დამოკიდებულება გააჩნიათ. ანუ, ევროკავშირში საერთაშორისო ინსტიტუტები ამბობენ, რომ ჩვენ მაჩვენებლებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც კი ვუსწრებთ ბევრ მიმართულებაში და NGO-ები ამბობენ, რომ თურმე ჩვენ ჩამორჩენილები ვართ. ეს ის NGO-ები არიან, სხვათა შორის, რომლებიც უცხოური ძალების მხრიდან ფინანსდებიან, არაგამჭვირვალედ და პირდაპირ ატარებენ იმ ინტერესებს, რომლები ითხოვდნენ მეორე ფრონტის გახსნას, უკანონოდ ხელისუფლების შეცვლას და ესენი ეთანხმებოდნენ. ეს NGO-ები სექტორი რას დაწერს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე კარგს?!” – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსი კვლავ პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა. ინდექსის მიხედვით, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით მოლდოვა ლიდერობს, მეორე, საქართველო კი, მესამე ადგილზეა. გაირკვა, რომ კვლევის პროცესში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის გუნდმა, ადგილობრივი ექსპერტების მოსაზრებები გამოიყენა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა