“ეს 5 ლარი ვოლტს კი არა გაჭირვებით დაღლილ ადამიანს წაართვი, რომელსაც სახლში 7 თვის ბავშვი ელოდება!”– წერილი სოციალური ქსელიდან

ჯგუფში, სასოწარკვეთილი მომხმარებელი, მოქალაქე, წერს:
ჩემი ქმარი ვოლტის კურიერია, სამსახურის მერე გადის ვოლტზე სამუშაოდ, დღეს შეუვიდა შეკვეთა, სადაც ქეშად იხდიდნენ თანხას, 18 ლარამდე იყო გადასახდელი, ადგილზე რომ მივიდა მომხმარებელს 20ლ ჰქონია, ხურდის უქონლობის გამო ვერ უბრუნებდა ანუ, 2 ლარზეა საუბარი, ამ გოგომ კაი არ მინდა ხურდაო და წამოვიდა ესეც, ცოტახანში წერს ვოლტი, კლიენტმა მოგვწერა რომ 5ლ შეაწერეთო, 5 ლარიოო ხალხნოო, როცა 2 ლარზე იყო საუბრი.
ან მაშინ გეთქვა და რაღაც გამოსავალს იპოვიდით, ან სულ გაჩუმებულიყაბი თუ დაუტოვე თუ ახლა ამას კითხულობ და ამოიცანი თავი, ძალიან ცუდად მოიქეცი, და ეს ძალიან მსუბუქად ნათქვამია! ალბათ ახლა გიხარია 5ლ ,,მოვუტეხე” ვოლტსო, ვოლტს კი არა გაჭირვებით, გამოუძინებელ და დაღლილ ადამიანს წაართვი, რომელსაც სახლში 7 თვის ბავშვი ელოდება!!! არ ვიცი რაში დახარჯავ იმ 5 ლარს მაგრამ ღმერთმა შეგარგოს ჩემს შვილზე მოპარული თანხა და ჩვენ სიკეთით დაგვიბრუნდეს.
პ.ს ფულში კი არაა საქმე, ადამიანობაშია.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?