ეს ხალხი შექმნის ახალ პოლიტიკურ პარტიას, რომელთან ერთადაც მეც გავაგრძელებ ბრძოლას, როდის იქნება ეს არ ვიცი, ალბათ არც ისე დიდი ხნის შემდეგ, არჩევნები ძალიან მალე გვაქვს – გიორგი კირთაძე “ნაციონალური მოძრაობიდან” წასულებზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი გიორგი კირთაძე აცხადებს, რომ ს “ერთობის მანიფესტი” იყო პარტიის გახლეჩისკენ მიმართული.
კირთაძე ახალი პლატფორმის შექმნაზე საუბრობს, რომელიც 2024 წლის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და გარკვეული ადამიანები ამ პლატფორმიდან გააგრძელებენ ბრძოლას.
” როცა რეალური განსხვავება ხელისუფლებასა და მთავარ ოპოზიციურ პარტიას შორის მართვის სტილში აღარ იყო, მიმაჩნია, რომ ეს არ იყო გამარჯვების ფორმულა. საარჩევნო მზადება არის დასაწყები ყველას მხრიდან. სადღაც ჩვენ წერტილი უნდა დაგვესვა და ვთქვით, რომ ვსვამთ წერტილს იქ, სადაც არ გვჯერა გამარჯვების. შევეცდებით, რომ სხვა პლატფორმიდან გავაკეთოთ მაქსიმუმი იმისთვის, რომ ავტოკრატიული რეჟიმი იქნეს ჩამოშლილი,” – ამბობს გიორგი კირთაძე.
მისი თქმით, ახალი პლატფორმა უნდა იყოს თავისუფალი ადამიანების ერთობა.
“მე მიმაჩნია, რომ ახალი პლატფორმა უნდა იყოს თავისუფალი ადამიანების ერთობა, რომლებსაც გულწრფელად სჯერათ, რომ ძალაუფლება სჭირდებათ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ყველას ჰქონდეს კეთილდღეობა. არ შეიძლება შიგნით ვერ უზრუნველვყოთ პარტიაში დემოკრატია და მერე ხალხს ვუთხრათ, რომ ხელისუფლებაში როცა მოვალთ, მერე მთელ ქვეყანაში გვექნება დემოკრატია.დარწმუნებული ვარ, უამრავი ადამიანი, ვისაც მართლა გულწრფელად სჯერა, რომ ამ ქვეყანაში მცხოვრებელმა ადამიანებმა შეიძლება უკეთ ვიგრძნოთ აქ თავი, ღირსეული სამსახური აქვე ვიპოვოთ და ქვეყნიდან არ გავიქცეთ. მე მიმაჩნია, რომ ეს ხალხი შექმნის ახალ პოლიტიკურ პარტიას, რომელთან ერთადაც მეც გავაგრძელებ ბრძოლას. როდის იქნება ეს არ ვიცი, ალბათ არც ისე დიდი ხნის შემდეგ, არჩევნები ძალიან მალე გვაქვს,” – ამბობს გიორგი კირთაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და მწვანე ენერგეტიკული დერეფნის ინიციატივა არამხოლოდ აძლიერებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, არამედ ახდენს რეგიონის პოზიციონირებას, როგორც ევროპისათვის სუფთა ენერგიის სტრატეგიული მიმწოდებლის – კავკასიაში EBRD – ის რეგიონული დირექტორი

EBRD ასევე უჭერს მხარს კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებს, რათა მრავალფეროვანი დაფინანსების წყაროები ჩამოყალიბდეს ქვეყნის შიგნით და გაიზარდოს გრძელვადიანი ლარის დაფინანსების ხელმისაწვდომობა

ქართველი ტვინგაცხელებული პოლიტიკოსების, ექსპერტების თუ ანალიტიკოსების ნაწილი კვლავ ემხრობა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მისწრაფების შესახებ საკონსტიტუციო ჩანაწერს, თუმცა, ბრწყინვალედ იციან, რომ ამას აღსრულება არ უწერია