“ეს ხალხი ბიძინას კონკურენტი არ არის, ეს ხალხი ბიძინას განაჩენია” – ცოტნე კობერიძე

აკრძალვას რომ გვიპირებენ, ეს ასაკრძალი ხალხი რამდენი ვართ დავანახებთ. ჩემი მთავარი სიმდიდრე ეს ხალხია. ამ ქვეყნის მთავარი ფასეულობაა ადამიანები, რომლებიც აქ ცხოვრობენ, აქვეა ბიძინას სახლი, ფაშას ჩვენ თავზე არ დავისვამთ. ეს ის ხალხია, ვინც საკუთარ უსაფრთხოებას რისკავდა ცრემლსადეი გაზის პირობებში და სხვებს ეხმარებოდა და ბიძინა, საკუთარ უსაფრთხოებას გარისკავს კი არა, ფეხებზე კიდია მისი პირველი და მეორე პირი – ეს განსხვავებაა. ის კაცი თავისიანებსაც არ უყურებს თანასწორად. ჩვენ ვიმსახურებთ ყველანი, რომ ვიყოთ დასავლეთის ნაწილი. პარადიგმაა, მოქალაქეები შევიდნენ ევროპაში, მთავრობა ვერ შეგვყავს, უნდა მოვკიდოთ ქეჩოში ხელი და გავუშვათ. ეს ხალხი ბიძინას კონკურენტი არ არის, ეს ხალხი ბიძინას განაჩენია.

ასევე დაგაინტერესებთ