“ეს ხალხის ნების გარეშე მიღებული გადაწყვეტილებაა… ეს ჩვენი მიწებია და ჩვენი დასაცავია…” | სალომე ზურაბიშვილი ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემაზე

“ეს ხალხის ნების გარეშე მიღებული გადაწყვეტილებაა… ეს ჩვენი მიწებია და ჩვენი დასაცავია…” | ბიჭვინთის აგარაკების სთვის გადაცემაზე
“ეს ხალხის ნების გარეშე მიღებული გადაწყვეტილებაა… ეს ჩვენი მიწებია და ჩვენი დასაცავია…” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საუბრობს და ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის დაჩქარებულ ვადებში განხილვას ეხმაურება.
“ეს გადაწყვეტილება, ისევე როგორც ყველა სხვა გადაწყვეტილება, რომელიც ეხება აეროპორტს, რომელიც ეხება ოჩამჩირეს, ეს ყველაფერი არის არალეგიტიმური, არალეგალური და ეს არის ხალხის ნების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება. ეს არის ჩვენი მიწები, ჩვენი აეროპორტი, ჩვენი პორტი, ყველასი ერთად და ამიტომ ეს არის ჩვენი დასაცავი და ჩვენი დაცვა არის საერთაშორისო არენაზე, რომ იქ ყოველდღიურად, ყოველთვის გავაპროტესტოთ, რომ ეს არალეგიტიმური ნაბიჯები არ გახდეს რაღაცა დე-ფაქტო ნაბიჯები.” – თქვა ზურაბიშვილმა.