“ეს ხალხის ზიზღია… ამ კაცს სურს, რომ ყველა “დააჩმოროს” – ლევან ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

ძალაუფლებისა და გავლენის მქონე ადამიანებთან შელაპარაკების გამო სტუდენტებს თორმეტი დღით ატყვევებენ.

სოციალურ ქსელებში დაწერილი კომენტარების გამო ადამიანებს სასამართლოებში ატარებენ. (პირში საპირფარეშოს მქონე უვიცი ცხენი პრეზიდენტად გამოგვიცხადეს, ასეთივე ხვადგებით გამოავსეს პარლამენტი და Facebook-ზე გინება უკვირთ)

დახვეული მუყაოს მოქნევისთვის 21 წლის ბიჭს ოთხი წლით უშვებენ ციხეში, შემდეგ კი ქოცები ამ სისასტიკეს ყიჟინით, ხბოს აღტკინებით აღნიშნავენ, ზეიმობენ.

ამასწინათ ერთი უზარმაზარი კაცი მანქანით მომიტინგეებში შევარდა, თავის მეგობართან ერთად მაჩეტეთი დაემუქრა ბავშვებს და ეს არსება სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილებით გაათავისუფლა დარბაზიდან, სამაგიეროდ, ჩვენ ვართ პასუხისგებაში მიცემულნი და ჯარიმებით წელში გაწყვეტილი…

სხვა უბედურებებზე აღარაფერს ვამბობ!

ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა უსაფრთხოდ იგრძნოს თავი. თავისი საბანკო ანგარიშის კეთილდღეობისთვის შეუძლია გასრისოს ათასობით ადამიანი, გასრისოს მათი ჯანმრთელობა და ბედნიერება… ეს ქვეყნის მტრობა და ხალხის ზიზღია (გეოპოლიტიკა, სუვერენიტეტი, ოჯახის სიწმინდე მხოლოდ ზედნაშენია).

კაცს სურს, რომ ყველა “დააჩმოროს”. ხომ გახსოვთ “ჩმორი” რას ნიშნავს? მხდალს, დამცირებულს, დაბეჩავებულს და რაც მთავარია მორალურად დაცემულს (человек морально опущенный.)
ამ კაცს სურს, რომ მისმა მომხრეებმა მისი მოწინააღმდეგეები არაადამიანებად აღიქვან, იმგვარ მწერებად აღიქვან, რომელთა გაჭყლეტვა თავისუფლად არის შესაძლებელი.

ვიღაცებს ხომ მიგაჩნიათ საკუთარი თავი პატიოსან ადამიანებად? “ვეფხისტყაოსნის” იდეალების ერთგულებად?

ახლა ხმის ამოღების დროა! თავს ნუღარ იტყუებთ! მოუსმინეთ სინდისის ხმას ორი წამით მაინც და ნუ დარჩებით სამუდამოდ სიბნელეში…

ახლა თუ არ ამოიღებთ ხმას, ხვალ უკვე ძალიან გვიან იქნება, რეჟიმს უკვე ყველაფერი დალეწილი ექნება!

ახლა თუ არ ამოიღებთ ხმას, იცოდეთ, რომ საკუთარი ხელით ესვრით ტყვიას თქვენს შვილებს, თქვენს რესპუბლიკას!