“ეს ჭირია ახლა საქართველოში მოდებული” – ნიკა ქავთარაძე

მსახიობი, იუმორისტი, ნიკა ქავთარაძე:

მე ვიცი, რადგან იმდენად მჯერა, რომ მეტი არ შეიძლება – რუსმა წაგვართვა ქართველობა!
და ახლა ზუსტად რუსი ხარობს იმით, რასაც დავწერ:
ქართველი ამართლებს რუს ოლიგარქს და მის პოლიციას, არ ყოფილა “ციანიდი” წყალშიო. “მთავრობაც” ამბობს სხვა რამე იყოო. ხოდა ამით კმაყოფილია ეს ქართველი. თითქოს ზამთრის სუსხში მარტო წყლის ჭავლით დაშლა არ იყოს გადაჭარბებული, სადისტური ქმედება.
ეს ჭირია ახლა საქართველოში მოდებული და ეს სპობს ადამიანის არსს – იყოს ემპათიური სუსტის მიმართ, მოძალადესთან ბრძოლაში.
არ არსებობს შანსი, რომ ბუნების კანონზომიერებამ ასეთ ადამიანს საშინელი და მოულოდნელი უბედურება არ დაატეხოს თავს, ადრე თუ გვიან.
არავინ მემეტება ამ უბედურებისთვის – არც ერთი ადამიანი საქართველოში, ვინც ახლა დაბრმავებულია რუსული პროპაგანდით.

ასევე დაგაინტერესებთ

განათლების ექსპერტი – უფასო განათლება – ეს არის მანიპულაციის შესანიშნავი მაგალითი – მათი ამოცანაა, რაც შეიძლება მალე მიაწოდონ ბიზნესს იაფი, დაბალკვალიფიციური მუშახელი – ამ რეფორმის შედეგად ინტელექტუალურად გავღარიბდებით