ეს წარმატება განაპირობა ქართველმა ხალხმა და საქართველოს ხელისუფლებამ – მიხეილ სარჯველაძე ევროპული საბჭოს დასკვნასა და პოზიტიურ გზავნილებზე

ევროპული საბჭოს დასკვნასა და გაჟღერებულ გზავნილებს შეფასებები მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრშიც. მხარეები თანხმდებიან, რომ 14-15 დეკემბრის ისტორიულ სამიტზე ქვეყანას კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს, თუმცა განსხვავებულია მოსაზრებები იმაზე, თუ ვისი დამსახურებაა საქართველოსვე წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ევროპიდან გაჟღერებული გზავნილები და ეს წარმატება ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების დამსახურებაა.
„ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები და, რასაკვირველია, ეს უკანასკნელიც, გახლავთ ერთმნიშვნელოვნად აღიარება იმ წარმატებისა, რომელიც ქვეყანასა და საზოგადოებას აქვს და ეს წარმატება განაპირობა ქართველმა ხალხმა და საქართველოს ხელისუფლებამ – სამწუხაროდ, ოპოზიციის ძალიან მცირე ჩართულობით და მისი ძირითადი ნაწილის აბსოლუტური ჩაურთველობით, მათი მონაწილეობის გარეშე. ეს იყო მათი არჩევანი.
ხელისუფლებას არაერთხელ აქვს დამტკიცებული ერთგულება იმ პრინციპებისადმი, რომლებიც გულისხმობს დემოკრატიასა და ყველას ჩართულობას. ამავე მიზნით იყო იმთავითვე შექმნილი სამუშაო ჯგუფები ჯერ კიდევ 2022 წელს, რომელსაც, სამწუხაროდ, ზურგი შეაქცია სრულიად არაარგუმენტირებულად ოპოზიციამ, მთლიანად ფსევდობოიკოტი გამოუცხადა ქვეყნის წარმატებაზე მუშაობის პროცესს. ეს აღმოჩნდა მათთვის უმნიშვნელოვანეს შეცდომა,“ – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირის წევრობა არ არის ის ჯილდო, რომლის გამოც საქართველო საკუთარ, მრავალსაუკუნოვან ისტორიას და ტრადიციებს ხაზს გადაუსვამს! დიახ ევროპა ჩვენი არჩევანია, თუმცა მის გამო იდენტობას ვერ/არ დავკარგავთ

დადასტურდა, რომ, სინამდვილეში, არანაირი ნაცური თუ ენჯეოშნიკური პროპაგანდა არ არსებობს. ისინი, მხოლოდ ერთი ცენტრიდან მართული და ერთი ყულაბიდან დაფინანსებული პროპაგანდისტების და სასარგებლო იდიოტების ქსელის ნაწილი არიან