გუდაურში მდებარე კაფემ „მთვრალი ალუბალი“ ნანუკას ფონდში 20 000 ლარი ჩარიცხა. ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანი ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
BM.GE “მთვრალი ალუბლის” დამფუძნებელს, მირანდა ესაკიას ესაუბრა, რომელმაც ფაქტი დაადასტურა და აღნიშნა, რომ ეს არის მათი სამოქალაქო პოზიცია, რომლითაც სურთ აქციებზე დაზარალებულ ადამიანებს დაეხმარონ.
მისი თქმით, სურთ ყველას გააგებინონ, რომ ქვეყანაში რაც ხდება, არ არის სწორი.
“სამი ღონისძიება დავგეგმეთ, სადაც თავად არტისტებმაც გამოთქვეს სურვილი, რომ აქციებზე დაზარალებულებს ამ ფორმით დავხმარებოდით. შესაბამისად, ღონისძიებიდან შემოსული თანხა, სრულად ნანუკას ფონდში გადავრიცხეთ. ამასთან, კიდევ ორი ღონისძიება უნდა გაიმართოს, სადაც ორი უცხოელი არტისტი, ასევე ქართველი არტისტებიც მიიღებენ მონაწილეობას და ეს თანხებიც სრულად ფონდში გადაირიცხება.
უბრალოდ, ეს ჩვენი სამოქალაქო პოზიციაა, რომ რაღაცნაირად დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებიც აქციაზე დაზარალდნენ. ამასთან, გვინდა ამ ფორმით ყველას გავაგებინოთ, რომ ეს არ არის სწორი“, – ამბობს კაფეს დამფუძნებელი.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ბევრი უცხოელი და ქართველი სტუმარი სტუმრობდა.
