ეს ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა იყო. შესაბამისად, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ ჩვენ ეს კანონი გავაუქმოთ

ირიბად, ეს ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმურობას აღიარებენ, რადგან ითხოვენ, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტმა გააუქმოს კანონი – მთავრობა ვერ გააუქმებს კანონს, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პაატა სალიამ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებული რეზოლუციის კომენტირებისას.
აღნიშნული რეზოლუცია საქართველოში მიღებულ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონს ეხებოდა.
სალიას თქმით, საქართველოს მისამართით ხშირ შემთხვევაში ურთიერთ წინააღმდეგობრივი განცხადებები ისმის.
„ხშირ შემთხვევაში არის ურთიერთ წინააღმდეგობრივი განცხადებები. ახლაც, ერთი მხრივ, როდესაც ევროსტრუქტურებში ცდილობენ ჩვენი დელეგაციების უფლებამოსილება არ ცნონ, ამავდროულად, იმ პარლამენტს, რომელმაც წარადგინა ეს დელეგაციები, სთხოვენ, რომ გააუქმოს ადრე მიღებული კანონი.
რაც შეეხება კანონს, ეს ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა იყო. შესაბამისად, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ დღეს ჩვენ ეს კანონი გავაუქმოთ, არ არსებობს. მეტიც, ჩვენ ვხედავთ, როგორ შეიცვალა პოლიტიკა -ში 5 ნოემბრის არჩევნების და უშუალოდ, პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ. ჩვენ ვხედავთ, მსოფლიო ნელ-ნელა უბრუნდება იმ ღირებულებებს, რაზეც იდგა ევროპა, რაზეც დგას მთელი დასავლეთი. იმედია, ევროპაც ადრე თუ გვიან და იმედი მაქვს, რომ მალე, დაუბრუნდება სწორედ იმ ღირებულებებს, რისთვისაც საქართველო ევროპისკენ მიიღწვის“, – აღნიშნა სალიამ.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ დროებითი რეზოლუცია მიიღო, სადაც დაგმობილია პარლამენტის მიერ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას