საქართველოს ნაკრებისა და რუმინული “კრაიოვას” ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ, სადაც ჩვენი გუნდი გასვლაზე ელჩეში ესპანეთს დაუპირისპირდება, ადგილობრივ Marca-ს ესაუბრა.
გამოცემამ 24 წლის ქართველს ვილი სანიოლის გუნდის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე უწოდა და აღნიშნა, რომ მექვაბიშვილი ესპანეთთან კარიერაში მესამედ ითამაშებს.
“ესპანეთის წინააღმდეგ ჩემი ქვეყნის წარმოდგენა უდიდესი პატივია. ეს დიდ მოტივიაციას მაძლევს მუშაობა გავაგრძელო და ასეთ ეტაპებს მივაღწიო. ესპანეთის პოტენციალი და ძალა ვიცით, მაგრამ ჩვენ ჩვენი იარაღი გვაქვს.
ამ გუნდის წინააღმდეგ თამაში უდიდესი გამოწვევაა. განსაკუთრებით, ისეთი ფეხბურთელის წინააღმდეგ დაპირისპირება, როგორიც პედრია. ის წარმოადგენს იმ სტილსა და ხარისხს, რაც ესპანურ ფეხბურთს უნიკალურს ხდის.
მიყვარს ესპანეთი, მისი საფეხბურთო კულტურა და ლა ლიგის თამაშის სტილი. ჩემი ოცნებაა, ბევრი ქართველი თანაგუნდელის, როგორიცაა ქოჩორაშვილი ან მამარდაშვილი, კვალს გავყოლოდი, რომლებმაც თქვენი ქვეყნის ისტორიულ კლუბებში ბრწყინავდნენ. ჩემი მიზანია ყოველდღიურად განვაგრძო ზრდა, ვისწავლო საუკეთესოებისგან და დავამტკიცო, რომ ქართველ ფეხბურთელებს შეუძლიათ უმაღლეს დონეზე კონკურენცია”, – თქვა მექვაბიშვილმა.
“უფრო ძლიერები დავბრუნდებით” – მიქაუტაძის პოსტი და მიმართვა გულშემატკივარს
კაშია, მექვაბიშვილი, აზაროვი და სიგუა კონფერენს ლიგაზე ითამაშებენ
ზედიზედ მეორე მატჩში – მექვაბიშვილმა “რაპიდსაც” გაუტანა [VIDEO]
ქართველები ევროტურნირებზე – “სლოვანის” მარცხი, სიგუას დებიუტი
კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი
“საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის სერია A-ს გუნდში გადასვლა რეალურია” – იტალიური მედია
მექვაბიშვილის ტრავმა ძალიან მძიმე არ აღმოჩნდა
