“ეს “ჩელსის” ისტორიაში პირველად მოხდა” – რა რეკორდი დაამყარა კვარაცხელიამ გუშინდელ მატჩში

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა გასვლაზე “ჩელსის” 3:0 სძლია, ორი მატჩის ჯამში 8:2 იმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე “გალათასარაი” ან “ლივერპული” იქნება.
შეხვედრის პირველი გოლი 5 წუთსა და 41 წამში ქართველმა ფეხბურთელმა გაიტანა, რითაც რეკორდი დაამყარა.
“ჩელსის” წინააღმდეგ, პლეი-ოფის მატჩებში, აქამდე არცერთ ფეხბურთელს “სტემფროდ ბრიჯზე” ასეთ მცირე დროში გოლი არ ჰქონდა გატანილი.
შეხსენებისთვის, კვარაცხელიას მონაგარი მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე 11 შეხვედრაში 7 გოლი და 4 ასისტია.