“ეს შემთხვევითობა და იღბალი არ იყო, გეტყვით, ბენზემა რასაც აკეთებდა” – “რეალის” ყოფილმა მეკარემ 2018 წელს ლიგის ფინალში პირველ გატანილ გოლზე ისაუბრა

“რეალის” ყოფილმა მეკარე კიკო კასილიამ 2018 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მომენტი გაიხსენა, სადაც კარიმ ბენზემა “ლივერპულთან” შეხვედრაში ანგარიში გახსნა.
უმრავლესობა ამას იღბალსა და ლორის კარიუსის შეცდომას აბრალებს, მაგრამ კასილიამ Offsiders Podcast-თან ინტერვიუსას თქვა:
“კარიმი კარიუსს ნახევარი საათის განმავლობაში სწავლობდა, მან იცოდა, რომ შეცდომის დაშვება შეეძლო. ეს არ იყო შემთხვევითობა! ბენზემამ იცოდა, რომ ბევრ მომენტში კარიუსი თამაშს ძალიან სწრაფად იწყებდა და გარშემო არ იყურებოდა”, – თქვა კასილიამ.