“ეს შეკრება არ არის, ეს ერის ხმაა… იქ, ზემოთ, ერთმა მაინც თქვას “მამაო ჩვენო” – სასულიერო პირი სპეცრაზმს

აქციაზე მივიდა სასულიერო პირი და სპეცრაზმს და პოლიციას მიმართა:
უმორჩილესად გთხოვთ, ნუ გამოხატავთ აგრესიას. ქაოსს, აგრესიას, დაპირისპირებას არაფერი მოუტანია. იქ, სათავეში რომ ხალხი დგანან, ერთ–ერთს მაინც გაახსენდეს, რომ მამაო ჩვენო თქვან ლოცვა. ილოცეთ. მე არავინ ვარ, ვარ რიგითი ადამიანი, ჩემი სახე არავის უნახავს, არც ერთ შეკრებაზე, ეს უკვე შეკრება არ არის, ეს ერის ხმაა. ვარ სასულიერო პირი, მაგრამ არ ვარ, ქართული ეკლესიის იურისდექციაში მყოფი, არ მაქვს არანაირი უფლება ქართული ეკლესიის სახელით ვისაუბრო. ხვალ საპყრობილეში ჩამაგდებენ თუ გამომკეტავენ, არც მაგის შიში მაქვს. ხვალ და ზეგ ეკლესიაში რომ შეხვალთ, რას ეუბნებით უფალს? ბოლო სიტყვა ღმერთს ეკუთვნის. ახლავე შეგიძლიათ გადამთელოთ, არც ეგაა პრობლემა. გთხოვთ, დადეთ პატივი ქართულ ეკლესიას, უფალს, თქვენ შვილებს, თქვენს ოჯახს.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება

სუს: BBC-ის ინფორმაცია „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა – საქართველოს მოქალაქეების და ფილმის ავტორების მოქმედებები, მტრული მიზნების მისაღწევად კარგად ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს ატარებდა