არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ივანიშვილის კენგუროდ წოდებული საკონსტიტუციო სასამართლო რომელ პარტიებს გააუქმებს ან არ გააუქმებს. პარტია არის ადამიანების ერთობა, რომლებიც იბრძვიან ერთი მიზნის ირგვლივ. “ნაციონალური მოძრაობა” იბრძვის ევროპული დემოკრატიული საქართველოსთვის, სადაც მოქალაქეებს აქვთ თვითრეალიზაციის და კეთილდღეობის შანსი და ამ იდეისთვის ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას მათ შორის იმ პარტიებთან ერთად, რომელსაც ივანიშვილი გაუქმებით ემუქრება. პირიქით, ეს შეიძლება გახდეს ახალი შესაძლებლობის შანსი იმისთვის, რომ დემოკრატიული, პოლიტიკური ძალები, ის ადამიანები, რომლებიც რეალურად ებრძვიან მოღალატე კრიმინალთა ბანდას და ებრძვიან ამ ქვეყნის უკეტესი მომავლისთვის, გავერთიანდეთ ერთიან ფრონტში, ერთიან წინააღმდეგობის მოძრაობაში და ჩვენი ერთიანობით დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი. ასე რომ ეს მხოლოდ შესაძლებლობად შეგვიძლია ვაქციოთ. ერთადერთი, რაც ნამდვილად და უტყუარად აიკრძალება, იქნებიან პაპუაშვილის და ივანიშვილის სხვა ამპსონები, რომლებიც აიკრძალებიან ევროკავშირის ქვეყნებში და ვეღარასოდეს შეძლებენ თავისუფალ, ევროპულ სივრცეში შესვლას, რომლებსაც ასევე არ ასცდებათ სხვა ტიპის სანქციები”, – აცხადებს თინა ბოკუჩავა.




