ეს ქმედება, რა თქმა უნდა, მოჩვენებითი, სანახაობრივი პერფორმანსის შინაარსით დატვირთული და ძირითადად რევოლუციის განვითარების მოტივით არის წარმოდგენილი

„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი სოციალურ ქსელში პატრიარქის მიმართ გამოთქმულ შეურაცხმყოფელ სიტყვებზე აკეთებს კომენტარს და აცხადებს, რომ ეს ქმედება, სანახაობრივი პერფორმანსის ნაწილია, რომელიც რევოლუციური სცენარით მოვლენების განვითარების ერთ-ერთი ფორმაა.
როგორც დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პატრიარქის ლანძღვა აბსოლუტურად შეუსაბამო ქმედებაა და აქციის მონაწილეების მხრიდან მსგავსი ქმედებები მიუღებელია.
„თქვენ ხედავთ აბსოლუტურად შეუსაბამო ქმედებებს, როდესაც პრაიდის წარმომადგენელი ლოცვითაა დაკავებული, მაგრამ დიდხანს ვერ ძლებს და გადადის პატრიარქის ლანძღვაზე.
ეს ქმედება, რა თქმა უნდა, მოჩვენებითი, სანახაობრივი პერფორმანსის შინაარსით დატვირთული და ძირითადად რევოლუციის განვითარების მოტივით არის წარმოდგენილი,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციების ერთ-ერთმა მონაწილემ, თბილისი პრაიდის თანადირექტორმა ანა სუბელიანმა აქციაზე ჯერ იგალობა, შემდეგ კი, სოციალურ ქსელში პატრიარქის მისამართით შეურაცხმყოფელი ფრაზები დაწერა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში