ეს ქართველი ხალხის დიდი გამარჯვებაა – ზურაბიშვილი PACE-ს რეზოლუციაზე

გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 3 თვიანი გაფრთხილება მისცა საქართველოს მმართველ პარტიას, რათა ან შეასრულოს პირობები (ახალი , გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები, შეწყვიტოს პოლიციის ძალადობა) ან იყოს გარიცხული. ეს არის ქართველი ხალხის დიდი გამარჯვება, მაგრამ სამწუხარო, რადგან ევროპის საბჭო იყო პირველი ევროპული ორგანიზაცია, რომელსაც შეუერთდა საქართველო ! – დაწერა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა X-ზე
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 29 იანვარს რეზოლუცია მიიღო, რომელიც ქართული ოცნებისგან ვადამდელი ს დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს. ამავე დოკუმენტში საუბარია ოცნების დელეგატებზე შეზღუდვების დაწესებაზე. რეზოლუცია ზოგადად ხაზს უსვამს საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა და ძალოვნების მხრიდან ძალადობას, მათ დაუსჯელობას.