“ეს ფანტასტიკური იქნებოდა” – პოტერი შვედეთის ნაკრების ჩასაბარებლად მზად არის

ბრიტანელმა მწვრთნელმა გრემ პოტერმა Fotbollaskanen-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ შვედეთის ნაკრების ჩასაბარებლად მზად არის. მოგეხსენებათ, სკანდინავიელებს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 4 მატჩის შემდეგ 1 ქულა აქვს და დალ ტომასონი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
პოტერის თქმით, შვედეთის ნაკრების გაწვრთნა ფანტასტიკური იქნებოდა.
“ყველა შემოთავაზებისთვის ღია ვარ. შვედეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობა ფანტასტიკური იქნებოდა. მიყვარს ეს ქვეყანა და მათი ფეხბურთი”, – განაცხადა პოტერმა.
შვედეთის ეროვნულ გუნდს კვალიფიკაციის 4 ტურის თავზე ერთადერთი ქულა გააჩნია და B ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფება. ლიდერი შვეიცარია გახლავთ 10 ქულით, კოსოვოს 7 ქულა აქვს, ხოლო სლოვენიას – 3. შვედებმა გუშინ კოსოვოსთან 0:1 წააგეს, დასკვნითი თამაშებში კი ნოემბერში ელით: 15-ში – შვეიცარიაში, ხოლო 18-ში, შინ, სლოვენიასთან.
რაც შეეხება პოტერს, ინგლისელის ბოლო კლუბი “ვესტ ჰემი” იყო, საიდანაც რამდენიმე კვირის წინ, არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს.
“გატუზო ნამდვილი ადამიანია და პირადად გესაუბრება” – ლოკატელის მინიშნება სპალეტიზე?
“ვესტ ჰემმა” პოტერი გაათავისუფლა – “ჩაქუჩები” ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
ბელორუსის ნაკრების მცველმა ფილიპენკომ დაიჩივლა, უკანალში ვართ და თანაც ძალიან ღრმადო
დათხოვნიდან 1 კვირაში შესაძლოა, კვლავ პრემიერ ლიგაში დასაქმდეს – ესპირიტო სანტუს ახალი ვარიანტი აქვს
“ვესტ ჰემმა” ლოპეტეგი გადააყენა და პოტერს დანიშნავს
ოფიციალურად: გრემ პოტერი “ვესტ ჰემის” ახალი მწვრთნელია
საქმე სერიოზულადაა – ზაფხულში “ვესტ ჰემის” მთავარი სამიზნე მიქაუტაძე იქნება
ფონსეკამ “მილანიდან” დათხოვნის შემდეგ შესაძლოა, ახალი სამსახური მალევე იშოვნოს და პრემიერ ლიგაში დასაქმდეს