“ეს უჭკვიანესი და ულამაზესი ქალი დიდი აფხაზების, მალტის ორდენის კავალერების მემკვიდრეა” – გიორგი კეკელიძე
მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
გილოცავთ გიორგობას!
გილოცავთ ეპოქალური საქმის დასაწყისს!
⬇ For English scroll down
🔴 აფხაზი თავადების არქივები საქართველოში ბრუნდება!
ეს ჰელენ ჩხოტუაა, უჭკვიანესი და ულამაზესი ქალი. ჩვენი მასპინძელი და უკვე მეგობარი. ჩხოტუების – დიდი აფხაზების, მალტის ორდენის კავალერების და მსოფლიო პოლიტიკის მონაწილეების მემკვიდრე. მან საქართველოს უდიდესი, ისტორიული არქივი გადასცა:
🔴 საერთაშორისო მნიშვნელობის საბუთები, ხელნაწერები, მიმოწერა, ფოტოები, წიგნები, ნივთები, ორდენები, რუკები – მოკლედ, საოცარი საგანძური, მალე საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის მუზეუმში დაიდებს ბინას.
🔴 სამი დღეა, არქივების გადარჩევის ურთულესი პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც ეროვნული ბიბლიოთეკიდან თქვენი მონა-მორჩილი, ლევან თაქთაქიშვილი, ბექა ღაჟონია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან მანანა ქვაჩახია, ნატო მარშანია და საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ნინო ჩუტკერაშვილი ვუძღვებით. მასალა ათობით ყუთს მოიცავს, დღესაც ვიმუშავებთ, ხვალ ჯგუფი მადრიდში გაემგზავრება, მე კი სამშობლოში დავბრუნდები.
🔴 პროექტი აფხაზეთის ა/რ მთავრობის მიერ არის ინიცირებული და პერსონალური მადლობა რუსლან აბაშიძეს, რომელთან ერთადაც ამ დიდ არქივს გავხსნით და გამოვფენთ საქართველოში ძალიან მალე. მალევე ერთობლივ მემორანდუმს გავაფორმებთ და სხვა არქივებზე დავიწყებთ მუშაობას.
