“ეს უფრო საშიშია, როცა სიმღერით, ცეკვით სცენიდან მივმართავთ” – ანა ქურთუბაძის პროტესტი

ვასო აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის “ახა­ლი თე­ატ­რის” მსა­ხი­ო­ბი ანა ქურ­თუ­ბა­ძე ambebi.ge- თან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ საუბრობს.

“რთუ­ლი იყო მოგ­ვე­ძებ­ნა ფორ­მა, რომ ჩვე­ნი მა­ნი­ფეს­ტი მა­ყუ­რებ­ლის­თვის სწო­რად მი­მარ­თუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო… ჩვენ გვწამს და გვჯე­რა ჩვე­ნი მა­ყუ­რებ­ლის და მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო… ბოლო პე­რი­ოდ­ში მათ­გან სა­ო­ცა­რი გვერ­დში დგო­მა ვიგ­რძე­ნით. მარ­თლა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან და რომ არა ისი­ნი, 23 იან­ვრის სა­ღა­მო ვერ იქ­ნე­ბო­და ისე­თი, რო­გო­რიც იყო

-მა­ნი­ფესტზე მუ­შა­ო­ბი­სას, ფორ­მას, დო­ის­თან ერ­თად ვე­ძებ­დით და ერ­თობ­ლი­ვი ნა­მუ­შე­ვა­რი ასე წარ­მო­ვად­გი­ნეთ. ვფიქ­რობ­დით იმა­ზეც, გა­მომ­სვლელ­თა სი­ტყვებს მა­ყუ­რე­ბელ­ში აგ­რე­სია არ გა­მო­ეწ­ვია, ან არას­წო­რად არ ყო­ფი­ლი­ყო აღ­ქმუ­ლი. მოკ­ლედ, ბეწ­ვის ხიზე იყო გა­სავ­ლე­ლი… თან ძა­ლი­ან ვღე­ლავ­დით. რამ­დე­ნი სპექ­ტაკ­ლი გვი­თა­მა­შია, მაგ­რამ ყვე­ლა ერ­თად აღ­ვნიშ­ნავ­დით, რომ ეს ღელ­ვა არ ჰყავ­და პრე­მი­ე­რის წინ, ან სპექ­ტაკ­ლის წინ ღელ­ვას, რა­ღაც სხვა­ნა­ი­რი იყო, უც­ნა­უ­რი…

– ეს ალ­ბათ იმ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი, რაც მიზ­ნად და­ი­სა­ხეთ – თქვე­ნი თე­ატ­რი ამ მა­ნი­ფეს­ტით ხომ თა­ვის კედ­ლებს გას­ცდა და გა­რეთ გა­მო­ვი­და…

– ასეა… თუმ­ცა სცე­ნა­ზე გა­ვე­დით თუ არა, მა­ყუ­რებ­ლის­გან ისე­თი სწო­რი ემო­ცია წა­მო­ვი­და, რომ მე და ჩემს მე­გობ­რებს (ვინც სცე­ნა­ზე იდგა), ისე­თი შეგ­რძნე­ბა გვქონ­და, რომ თით­ქოს სცე­ნა­სა და აუ­დი­ტო­რი­ას შო­რის ზღვა­რი და­ი­კარ­გა – ის ზღვა­რი, რო­მე­ლიც სცე­ნა­ზე დგო­მი­სას მა­ყუ­რე­ბელ­თან არ­სე­ბობს ხოლ­მე. თით­ქოს ყვე­ლა­ნი გა­ვერ­თი­ან­დით და ერთ რიტ­მში ვსუნ­თქავ­დით…

– ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნის მუ­სი­კა, დღე­ვან­დელ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, ისე ჟღერ­და, თით­ქოს ახლა იყო შექ­მნი­ლი…

– კი, ირაკ­ლის სიმ­ღე­რე­ბი თა­ვის ტექ­სტე­ბით სრუ­ლად პა­სუ­ხობს დღე­ვან­დელ მოვ­ლე­ნებს. ზო­გა­დად თა­ვის დრო­ზე ირაკ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბის ასე აღე­ბა და სპექ­ტაკ­ლად გა­კე­თე­ბა, დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იყო. დღეს კი, როცა თე­ატ­რი გა­რეთ გა­მო­ვი­და და ამ ფორ­მის პრო­ტეს­ტი გა­მოვ­ხა­ტეთ, მისი შე­მოქ­მე­დე­ბა კი­დევ უფრო სხვა­ნა­ი­რად გა­ის­მა. მარ­თლაც იყო შეგ­რძნე­ბა, რომ ირაკ­ლიმ ეს ყვე­ლა­ფე­რი დღე­ვან­დე­ლი დღის­თვის ჩვენ­თან ერ­თად შექ­მნა და რაც მთა­ვა­რია, ჩვენ­თან ერ­თად იყო…

– მა­ნი­ფეს­ტის მთა­ვა­რი მო­ტი­ვი იყო – თა­ვი­სუფ­ლე­ბა ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძეს, ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც თქვე­ნი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია და დღეს და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლია…

– კი, მთა­ვა­რი მო­ტი­ვი იყო – თა­ვი­სუფ­ლე­ბა ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძეს და ყვე­ლა უდა­ნა­შა­უ­ლო პა­ტი­მარს, ვინც სა­პა­ტიმ­რო­შია. ამას ბევ­რჯერ გა­ვუს­ვით ხაზი… რო­დე­საც ვამ­ბობთ ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძეს, მხო­ლოდ ან­დროს არ ვგუ­ლის­ხმობთ… ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც დღეს სა­ბედ­ნი­ე­როდ გი­სო­სებს მიღ­მა არ არი­ან, თუ სა­კუ­თარ თავ­ში ჩა­ი­ხე­და­ვენ, და­ფიქ­რდე­ბი­ან და ხმას მა­ინც არ ამო­ი­ღე­ბენ, ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო იქ­ნე­ბა… უნდა ვი­ცო­დეთ, რომ კარ­ზე ყვე­ლას მოგ­ვი­კა­კუ­ნე­ბენ. ამი­ტომ დღეს ვართ ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძე­ე­ბი, ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩვე­ნი სა­ხე­ლი და გვა­რი პი­რო­ბი­თად, ან­დროა. ყვე­ლა ის ერთი ადა­მი­ა­ნი ვართ, ვინც ახლა გი­სო­სებს მიღ­მაა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის იბ­რძვის. თვი­თონ ან­დროს­გა­ნაც მო­ვის­მი­ნეთ, რომ ასე­თი თა­ვი­სუ­ფა­ლი ჯერ არას­დროს ვყო­ფილ­ვა­რო… იმ, სა­ღა­მოს ჩვენც გვქონ­და ეს შეგ­რძნე­ბა, რომ ასე­თი თა­ვი­სუფ­ლე­ბი ჯერ არ ვყო­ფილ­ვართ და ასე­თი თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლო არას­დროს ყო­ფი­ლა. ჩვენს ქვე­ყა­ნას, რის­თვი­საც ამ­დე­ნი წე­ლია იბ­რძვის, სწო­რედ ახლა აქვს იმის შან­სი, რომ მი­აღ­წი­ოს.

– ლა­მის 60 დღეა ხალ­ხი ქუ­ჩა­შია და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი იმარ­თე­ბა… ასე­თი ხან­გრძლი­ვი და უწყვე­ტი პრო­ტეს­ტი აქამ­დე არ ყო­ფი­ლა…

– აქ გან­სა­კუთ­რე­ბით სტუ­დენ­ტე­ბის რო­ლია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ­ლებ­საც დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო. ვხე­დავთ, ქვეყ­ნის­თვის და მო­მავ­ლის­თვის რო­გორ იბ­რძვი­ან. ჩვენ ყვე­ლა­ნი მათ ზურგს უკან ვდგა­ვართ – რო­გორც შეგ­ვიძ­ლია, ზურგს ვუ­მაგ­რებთ და ასე იქ­ნე­ბა ბო­ლომ­დე… იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც ჯერ კი­დევ ორ­ჭო­ფობს, ან ცუდი პრო­პა­გან­დის მსხვერ­პლნი არი­ან (გან­სა­კუთ­რე­ბით უფ­როს თა­ო­ბას წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი), ვი­საც ეში­ნი­ათ და ჰგო­ნი­ათ, რომ თუ ხმას ამო­ი­ღე­ბენ, შე­იძ­ლე­ბა ომი და­ი­წყოს, მათ ჩვე­ნი ხმა ამ ფორ­მით უნდა მი­ვაწ­ვდი­ნოთ.

– თქვე­ნი მა­ნი­ფეს­ტის მი­მართ რა­ღაც­ნა­ი­რი ქი­ლი­კიც გა­ის­მა…

– კი, მცი­რე ქი­ლი­კი მეც მო­ვის­მი­ნე. რას იმუქ­რე­ბო­დით, ეს იყო თქვე­ნი მუ­ქა­რაო?!. არ ვიცი, რა ეგო­ნათ, – არამ­შვი­დო­ბი­ა­ნი გზით რა­მეს და­ვა­პი­რებ­დით?! არა, ჩვენ მსა­ხი­ო­ბე­ბი ვართ, დოი კი­დევ რე­ჟი­სო­რი, ჩვე­ნი სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი. ის, რაც დოიმ და­ა­ა­ნონ­სა, რომ რე­გი­ო­ნებ­ში გა­ვალთ, ეს კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რამ მგო­ნია…

– რე­გი­ო­ნებ­ში გას­ვლა რო­გორ გაქვთ წარ­მოდ­გე­ნი­ლი?

– ამა­ზე ნა­ფიქ­რია და სა­ერ­თოდ, გა­აზ­რე­ბის გა­რე­შე არც ერთი ნა­ბი­ჯი არ გა­დაგ­ვიდ­გამს. ვცდი­ლობთ, ყვე­ლა­ფე­რი აწონ-და­წო­ნი­ლად გა­ვა­კე­თოთ, რად­გან ახლა აფექ­ტუ­რად მოქ­მე­დე­ბის დრო არ არის. ამი­ტომ თი­თო­ე­უ­ლი ნა­ბი­ჯი გათ­ვლი­ლია, ვი­ცით, რა რო­გორ უნდა გა­ვა­კე­თოთ და რე­გი­ო­ნებ­ში რო­გორ უნდა წა­ვი­დეთ. ჩვე­ნი ხმა გა­მო­ა­ფხიზ­ლებს იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც ნაკ­ლე­ბი ინ­ფორ­მა­ცია აქვს. ჩვე­ნი მოქ­მე­დე­ბა რა­ღა­ცებს და­ა­ნა­ხებს, გა­ა­გე­ბი­ნებს, რა გვინ­და და რის­თვის ვიბ­რძვით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა ყვე­ლა­ნი ერ­თნი ვართ. ამი­ტომ არ უნდა ვი­ყოთ გა­ყო­ფი­ლე­ბი, არ უნდა ვხო­ცავ­დეთ ერ­თმა­ნეთს და არ უნდა ვი­ყოთ იმ ავად სახ­სე­ნე­ბე­ლი რუ­სე­თის მო­ნე­ბი. ბედ­ნი­ე­რე­ბი ვიქ­ნე­ბით, თუ ადა­მი­ა­ნებს ამა­ზე და­ვა­ფიქ­რებთ.

– რო­დი­დან გა­დი­ხართ?

– ალ­ბათ რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­ვი­წყებთ. ის, რაც 23-ში გუ­შინ წარ­მო­ვად­გი­ნეთ, ამას ნა­ხავს რე­გი­ო­ნებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბა.

– ანა, რო­გორ ფიქ­რობთ, 28 ნო­ემ­ბრის შემ­დეგ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში რა პრო­ცე­სე­ბი და­ი­წყო და ამის წარ­მოდ­გე­ნა მა­ნამ­დე შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო?

– ის ქმე­დე­ბე­ბი, ის და­ნა­შა­უ­ლი, რა­საც ისი­ნი სჩა­დი­ან, მარ­თა­ლი გი­თხრათ, ამის მო­ლო­დი­ნი არ მქონ­და-თქო, ვერ ვი­ტყვი. ეს ყვე­ლა­ფე­რი ხომ გუ­შინ არ და­წყე­ბუ­ლა, არც შარ­შან, გა­ზა­ფხულ­ზე, როცა აქ­ცი­ე­ბი იყო, დიდი ხა­ნია და­ი­წყო… ამათ­გან იმ­დე­ნი არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი ქმე­დე­ბა და­ვი­ნა­ხეთ, რომ ჩემ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა. თუმ­ცა ბოლო პე­რი­ოდ­ში ზღვარს გა­დას­ცდნენ, – ასეთ რა­ღა­ცებს ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი. ვერც იმას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ მა­ინ­ცდა­მა­ინც ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძეს და­ი­ჭერ­დნენ, ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ზრდი­ლო­ბის და სი­კე­თის გან­სა­ხი­ე­რე­ბაა. ამას ან­დრო­ზე მე კი არა, ვე­რა­ვინ წარ­მო­ვიდ­გენ­დით… ამით იმა­საც ვხე­დავ, რომ სის­ტე­მამ შიგ­ნი­დან რყე­ვა და­ი­წყო, რაც კარ­გია. შე­დე­გი ხვალ და ზეგ შე­იძ­ლე­ბა არ დად­გეს, რად­გან ბრძო­ლა ჯერ კი­დევ მოგ­ვი­წევს.

ემო­ცი­უ­რი იყო მა­რი­ამ ღვი­ნი­ა­ნი­ძის სი­ტყვე­ბი – „მე და ან­დროს გვყავს შვი­ლი, ნიკო ჭი­ჭი­ნა­ძე. ნიკო არის 3 წლის, რო­მელ­მაც არ იცის, მა­მა­მი­სი სად არის”…

– კი… ლი­კაც, ან­დროს დე­დაც ჩვენ­თან ერ­თად იყო. ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო ლი­კას შე­ფა­სე­ბე­ბი… გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია. რაც ან­დრო და­ი­ჭი­რეს, გა­სა­ო­ცა­რია მისი მხნე­ო­ბა, დე­დას რო­გორ შე­უძ­ლია ასე სა­უ­ბა­რი და ასე­თი ძლი­ე­რი იყოს. ყო­ველ­თვის ხაზს უს­ვამს იმას, რომ მარ­ტო ან­დრო კი არ გა­მო­უშ­ვან, სხვე­ბიც… სა­ო­ცა­რი ქა­ლია, ბო­ლომ­დე გვერ­დში გვიდ­გას. ქედს ვიხ­რი მის წი­ნა­შე. დე­დის­გან მსგავ­სი საქ­ცი­ე­ლი, რა­საც ლიკა სჩა­დის, და­სა­ფა­სე­ბე­ლია.

– რო­გორც ვიცი, ან­დროს და­პა­ტიმ­რე­ბა­საც სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბი­სას მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­ეს­წრო…

– ეგ ამ­ბა­ვი ასე იყო: ან­დრო და ლიკა სახ­ლში იყ­ვნენ. ლიკა ცოტა ხნით გა­ვი­და, – მალე უნდა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო. მისი გას­ვლის შემ­დეგ კარ­ზე ზარი გა­ის­მა. ან­დრომ გა­ი­ხე­და და ვი­ღაც გოგო და­ი­ნა­ხა, რო­მე­ლიც რა­ღა­ცას ტექ­სტით სთხოვ­და, კარი გა­ე­ღო. კარი რომ გა­ა­ღო, სახ­ლში უცებ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი შე­მოც­ვივ­და. ის გოგო, სა­ტყუ­ა­რა­სა­ვით აღ­მოჩ­ნდა… ის ხალ­ხი ან­დროს ესა­უბ­რე­ბოდ­ნენ, აინ­ტე­რე­სებ­დათ, რას კი­თხუ­ლობ­და, რო­გო­რი ბიბ­ლი­ო­თე­კა ჰქონ­და… შემ­დეგ უთხრეს, წა­მო­დიო და სახ­ლი­დან ასე მშვი­დად გა­იყ­ვა­ნეს. როცა მიჰ­ყავ­დათ, ლიკა სახ­ლში მა­შინ ბრუნ­დე­ბო­და და ამ ამ­ბავს შე­ეს­წრო…

– ანა, რო­გორ ფიქ­რობთ, რა პრო­ცე­სი მი­დის ახლა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და რა სა­ხელს და­არ­ქმევთ ამ ყვე­ლა­ფერს?

– სა­ხე­ლის დარ­ქმე­ვა ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბა. ბოლო პე­რი­ოდ­ში ამ ყვე­ლა­ფერს სი­ტყვებს ვერ ვუ­ძებ­ნი, რად­გან ისეთ ემო­ცი­ებ­ზეა აგე­ბუ­ლი. კი­თხვის დას­მის აზ­რსაც ვერ ვხვდე­ბი, მათი პა­სუ­ხი ისე­დაც ნა­თე­ლია, ზუს­ტად ვიცი, რა პა­სუ­ხი ექ­ნე­ბათ, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ჩუ­მად ყოფ­ნას ვა­პი­რებთ. მა­ნი­ფეს­ტის სა­ღა­მოც ამის მა­გა­ლი­თი იყო. ამი­ტომ კი­თხვას აღარ დავ­სვამთ, უბ­რა­ლოდ ჩვენ ჩვენს სათ­ქმელს ვი­ტყვით. ეს არის ბრძო­ლა, რო­მელ­საც აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვი­გებთ. ირაკ­ლი ჩარ­კვი­ან­მა თქვა – ჩვენ მო­ვი­გებთ ომს იმის­თვის, რომ ომი არ იყოს და ზუს­ტად იმის­თვის, რომ არ ვი­ყოთ და­ჩაგ­რუ­ლი ქვე­ყა­ნა. არა­და, ეს მა­ვანთ ძა­ლი­ან უნ­დათ. ნამ­დვი­ლად გვაქვს იმის პო­ტენ­ცი­ა­ლი და ისე­თი ხალ­ხი ვართ, რომ­ლე­ბიც ვიმ­სა­ხუ­რებთ, ვი­ცხოვ­როთ ევ­რო­პულ, ძა­ლი­ან კარგ, თბილ, კე­თილ და სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე სა­ქარ­თვე­ლო­ში.

– თქვე­ნი აზ­რით, რა გან­მუხ­ტავს სი­ტუ­ა­ცი­ას და რა არის ამ კრი­ზი­სი­დან გა­მო­სა­ვა­ლი?

– გა­და­ჭარ­ბე­ბის გა­რე­შე ჩემი მო­ლო­დი­ნი არის მკვეთ­რი, ერთი და სწორ­ხა­ზო­ვა­ნი, რომ აუ­ცი­ლებ­ლად ამ ჩი­ხი­დან გავ­დი­ვართ და ერ­თმა­ნე­თი გა­მოგ­ვყავს. იმედს ვი­ტო­ვებ, რომ ჩვე­ნი ამ მა­ნი­ფეს­ტით კი­დევ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი შე­მოგ­ვი­ერ­თდე­ბა. ვიცი, რომ სხვა თე­ატ­რე­ბიც გვი­ერ­თდე­ბი­ან. ამ დღე­ებ­შიც მათი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი – რე­ჟი­სო­რე­ბი, მსა­ხი­ო­ბე­ბი ერ­თმა­ნეთს შევ­ხვდე­ბით. ეს წა­მო­წყე­ბა უკ­ვა­ლოდ არ ჩა­ივ­ლის. ჩემ­მა კო­ლე­გამ ნანა ბუ­თხუზ­მა თქვა – მსა­ხი­ო­ბის გა­დამ­ტე­რე­ბას არ გირ­ჩევ­თო… ასეც არის… რას აკე­თებს მსა­ხი­ო­ბი? გარ­კვე­უ­ლი პერ­სო­ნა­ჟის ენით, სა­ხით გე­ლა­პა­რა­კე­ბა იმა­ზე, რა პრობ­ლე­მაც დგას… ნუ გა­დაგ­ვიმ­ტე­რე­ბენ, არ ღირს, არ ღირს! ეს არ არის მუ­ქა­რა, არ ვა­პი­რებთ არა­ნა­ირ აგ­რე­სი­ულ ფორ­მას მივ­მარ­თოთ, მაგ­რამ მგო­ნია, რომ ეს უფრო სა­ში­შია, როცა ამ ფორ­მით – სიმ­ღე­რით, ცეკ­ვით სცე­ნი­დან მივ­მარ­თავთ, ვიდ­რე მათი ქმე­დე­ბე­ბი. ნუ ჰგო­ნი­ათ, რომ მათი ქმე­დე­ბე­ბი ვინ­მეს შე­ა­ში­ნებს. რაც უფრო იჭე­რენ ადა­მი­ა­ნებს, უსა­მარ­თლოდ უს­წორ­დე­ბი­ან, პი­რი­ქით, 100-ჯერ მეტი ძალა გვეძ­ლე­ვა. ასე რომ, ჩვენ გა­ვი­მარ­ჯვებთ!

წყარო: ambebi.ge