ეს უნდა დასრულდეს, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები – ირაკლი კობახიძე

ეს უნდა დასრულდეს, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები – ირაკლი
36 წლის წინაც მოქმედებდა გარე ძალა, სხვა გარე ძალა და დღესაც მოქმედებს ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გარე ძალა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს განუცხადა.
“რეალურად, მე აქცენტი მქონდა პარალელზე, 36 წლის წინაც მოქმედებდა გარე ძალა, სხვა გარე ძალა და დღესაც მოქმედებს ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გარე ძალა. რაც შეეხება ტოლობის ნიშანს, ზუსტადაც რომ მე ვსვამ ტოლობის ნიშანს იმიტომ, რომ ზუსტად
ისეთივე მეთოდებით მოქმედებს დღეს Deep State-ი, ახლა უკვე არა ამერიკის, მაგრამ ევროპული ბიუროკრატიის, ევროპული სტრუქტურების გამოყენებით, როგორც თავის დროზე, 36 წლის წინ მოქმედებდა საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ საბჭოთა “კაგებე”. მეთოდები არ შეცვლილა, საბჭოთა “კაგებეს” მეთოდებით მოქმედებს Deep State-ი და რაც ყველაზე დასანანია, ამაში ის იყენებს ევროპულ ბიუროკრატიას. ეს უნდა დასრულდეს. ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება ძალიან მკაფიო პოზიცია მომავალშიც.
ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები და დავიცვათ ჩვენი საზოგადოების ინტერესები. საზოგადოების ინტერესებშია ერთიანობა და არა სიძულვილი და გახლეჩვა. შესაბამისად, ჩვენ ორიენტირებულუ ვიქნებით სწორედ აქეთკენ, რომ არავის მივცეთ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩვის საშუალება და პირიქით, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მაქსიმალურად საზოგადოების გაერთიანებისკენ.
ჩვენ ვართ მთავრობა, ჩვენ ვართ შესაბამისად ყველას მთავრობა, ყველას ხელისუფლება და რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე უნდა ვიზრუნოთ, მათ შორის, იმ ადამიანებზე, რომლებიც გარე დაკვეთით სიძულვილს ხელოვნურად თესავენ ჩვენს საზოგადოებაში. ისინიც უნდა შემოვაბრუნოთ ჩვენ სწორი მიმართულებით”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
Previous: გრანტებისა და „ენჯეოების“ მეშვეობით, საქართველოში საბჭოთა მეთოდებით ცდილობენ სიძულვილის დათესვას, „გრანტების შესახებ“ კანონი უპირისპირდება არა გრანტს, როგორც ასეთს, არამედ უპირისპირდება სიძულვილს

ასევე დაგაინტერესებთ

ადამიანები, რომლებიც მივიდნენ ხელისუფლების დასამხობად, დღეს ცდილობენ, რომ სხვადასხვა მიზეზით თავი დაიძვრინონ – პროფესორმაც, ექიმმაც, სტუდენტმაც, ყველამ იცოდა სად მიდიოდა, ყველა იყო გაფრთხილებული და ჩვენი პოლიტიკური გუნდი კანონს, რა თქმა უნდა, აღასრულებს

რადიკალების მხრიდან ანტიკონსტიტუციური ქმედებების შემდეგ პოლიტიკური უტიფრობის მორიგი გამოვლინება ვიხილეთ, როდესაც ჯერ „ევროპის სახალხო პარტიამ“ მოძალადედ „ქართული ოცნება“ გამოაცხადა, ხოლო, ევროკავშირის პრეს-სპიკერმა მმართველ გუნდს რუსული პროპაგანდის წარმოებაში დასდო ბრალი

ცხადია, არავის დაუჯერებია, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით თითქოს საკანში ბაჩიაშვილს სცემეს – ერთმა ფულზე დახამებულმა ჩინოვნიკმა, როგორც ჩანს, კორუფციული გარიგების შემდეგ საშუალება მისცა ბაჩიაშვილს, რომ ეს სპექტაკლი დაედგა