ეს უკვე ღიად ლგბტ აქციაა! – ნინო ფოჩხუა

ნინო ფოჩხუა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ აქციებს ეხმიანება და სოციალურ ქსელში აქვეყნებს აქციის მონაწილეების საპროტესტო ბანერებს და აღნიშნავს, რომ ეს ღიად ლგბტ აქციაა.
“ეს უკვე ღიად ლგბტ აქციაა! ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ისე როგორც სურს, ამაზე არ ვდავობთ.
ბევრ ლგბტ ადამიანს ვიცნობ, რომლებსაც ვერც დაეტოლება ზოგიერთი ჰეტერო ადამიანი. ცხოვრობენ მშვიდად, შრომობენ და არასდროს არ გახვევენ თავს თავის პირად ცხოვრებას. მიყვარს ეს ადამიანები. ამ აქციის მონაწილეებმა თუ იციან, რომ ის ადამიანები, ვინც ვახსენე, გმობენ ასეთ ქცევას, რაც დღეს ხდება აქციაზე.
ეს არის მარაზმი, დაცინვა და უპატივისცემლობა საკუთარი მოქალაქეების. აი ამას კრძალავს ახალი კანონი, პროპაგანდას და ჩვენი ქვეყნის მენტალობისთვის მიუღებელ ქცევას, თორემ ადამიანთა უფლებების დაცვა ეხლა რომ არის ამ მმართველი გუნდის ხელში, არასდროს ყოფილა. თვითონ მომიტინგეები ამბობენ, (მე არ ვიცი, შეიძლება წამოცდენაა) რომ არც ცენზურა არსებობს და სრულ თავისუფლებაში არიან. მინდა გაიხსენონ და დაიმახსოვრონ ამ აქციების ორგანიზატორებმა, არასდროს არც ადრე და არც ეხლა ვინც იკადრა და დაცინა თავისი ქვეყნის საზოგადოებას, ვერასდროს მიუღწევია მიზნისთვის- წერს ნინო ფოჩხუა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბიშვილმა ესტონეთის პრეზიდენტთან ჩაი დალია, ლატვიის პრეზიდენტთან ერთი ფოტო გადაიღეს კუთხეში, ვნახეთ მათი მიმართვები – მეხუთე პრეზიდენტი, ნომრითაც აფილირებული ხდება „ნაცმოძრაობასთან“

მნიშვნელოვანია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები ბალტიისპირეთის კაპრიზებს არ აჰყვნენ, გაარღვიონ ეს მანკიერი წრე და სწორ გზაზე დააბრუნონ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები

მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი პირველი პოლიტპატიმარი იყო- ზუსტად 21 წლის შემდეგ, სწორედ მამუკა მდინარაძემ გამოაცხადა ისტორიული გადაწყვეტილება ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის შესახებ