“ეს უკვე სიმპტომია მძიმე პოლიტიკური დაავადების” – ლევან ფერაძე

ქირურგი, ლევან ფერაძე:

დღეს საქართველოში დააკავეს 71 წლის პედიატრი, პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი — ადამიანი, რომელმაც ათასობით ბავშვს მიუძღვნა სიცოცხლე და ცოდნა, და რომელიც წლებია პატიოსნად ემსახურება ქართულ მედიცინას.
ის დააკავეს არა დანაშაულისთვის, არამედ აზრის გამოთქმისთვის — სიტყვისთვის, რომელიც არ ემთხვეოდა ე.წ. ხელისუფლების ნარატივს.

ეს მხოლოდ ერთი ადამიანის საქმე აღარ არის.
ეს არის სიტყვის თავისუფლების გამოცდა, მედიცინის ღირსების გამოცდა, და საზოგადოების სინდისის გამოცდა.
როდესაც 71 წლის ექიმს აკავებენ, რომ გაჩუმდეს — ეს ნიშნავს, რომ სურთ გაჩუმდეს მთელი პროფესიული და ინტელექტუალური საქართველო.

ჩვენ, ვინც ვიცავთ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ადამიანურ ღირსებას, ვერ დავუშვებთ პროფესორ ჩახუნაშვილის მიმართ ასეთ უსამართლობას.
სიტყვისთვის დაპატიმრებული ექიმი — ეს უკვე სიმპტომია მძიმე პოლიტიკური დაავადებისა, რომლის მკურნალობა მხოლოდ ერთიანობით, სიმართლის ხმამაღლა თქმით და სოლიდარობით შეიძლება.

თავისუფლება პროფესორ გიორგი ჩახუნაშვილს.
თავისუფლება სიტყვისა და ღირსების უფლებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია