Sportmediaset-ის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედი” სერიოზულადაა დაინტერესებული ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით.
გამოცემა წერს, რომ ახალი მწვრთნელი რუბენ ამორიმი, რომლის საყვარელი ტაქტიკა 3-4-3-ია, შეტევის გასაძლიერებლად გარემარბს ეძებს, მზადაა კვარაცხელიას ხუთწლიანი კონტრაქტი და სეზონურ გასამრჯელოდ 8 მილიონი ევრო პლუს 1 მილიონი ადვილად მისაღწევი ბონუსი შესთავაზოს, რაც თითქმის იმ წინადადების მსგავსია, რომლითაც პსჟ-მა ზაფხულში მიმართა (10 მილიონი).
ფეხბურთელის აგენტის “ნაპოლისთან” მოლაპარაკებები ჩიხშია შესული, რამეთუ მამუკა ჯუღელი თავისი კლიენტისთვის 8-მილიონიან ხელფასს ითხოვს, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კი პრემიალურების ჩათვლით მხოლოდ 6 მილიონის გადახდაზეა თანახმა. როგორც
ჩანს, მხარეები ვერ შეთანხმდებიან და ხვიჩას გაყიდვა მოუწევთ. დასახელებულია კონკრეტული თანხაც – დაახლოებით 100 მილიონი.
ასეთ მანჩესტერში არ მინდოდა მაგრამ ჯანდაბას ოღონდ იმ უმადურ ღორებს მოშორდეს და თუ გინდა ჩემპიონშიპშიც გადავიდეს (იქ 1 წელზე მეტი არ გააჩერებენ ეგრევე ბობოლების რიგი დაუდგება)