ეს უდანაშაულო ბავშვები ჩაცხრილეს და მიაწერეს, რომ ციხეზე მიდიოდნენ, თორემ, სად “ნავთლუღის სპეცოპერაცია” და სად რუსთავის ციხე? მიეშვათ იქამდე და იმ ციხის ჭიშკართან რომ მომიკლავდნენ, აღარაფერს მოვიკითხავდი – ჩემი ბიჭი პირველად იყო თბილისში

ეს უდანაშაულო ბავშვები ჩაცხრილეს და მიაწერეს, რომ ციხეზე მიდიოდნენ, თორემ, სად “ნავთლუღის სპეცოპერაცია” და სად რუსთავის ციხე? მიეშვათ იქამდე და იმ ციხის ჭიშკართან რომ მომიკლავდნენ, აღარაფერს მოვიკითხავდი – ჩემი ბიჭი პირველად იყო თბილისში
მათი მოქმედებით მე გავიგე,რომ ციხეზე, პატიმრებზე რომ ზეწოლა გაეკეთებინათ, რაც მოხდა მას შემდეგ ციხეზე, ჩემზე კარგად მოგეხსენებათ და ეს უდანაშაულო ბავშვები მაგისთვის ჩაცხრილეს და იმიტომ მიაწერეს, რომ ციხეზე მიდიოდნენ, თორემ, სად “ნავთლუღის სპეცოპერაცია” და სად რუსთავის ციხე? – ამის შესახებ 2006 წლის 12 იანვარს, “ნავთლუღის სპეცოპერაციისას” “ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ მოკლული რომან სურმანიძის მამამ, ოთარ სურმანიძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისი განცხადებით, რომან სურმანიძე თბილისში პირველად იყო და ის მარტოც ვერ წამოვიდოდა, მეგობრებს გამოჰყვა. მოკლულის მამას მიაჩნია, რომ “ნაცმოძრაობის” მაღალჩინოსნები მსხვერპლს ეძებდნენ და სამი ახალგაზრდა სწორედ ამის გამო მოკლეს.
“მიეშვათ იქამდე და იმ ციხის ჭიშკართან რომ მომიკლავდნენ შვილს, აღარაფერს მოვიკითხავდი. იქამდე მიეშვათ და იქ მოეკლათ. ეს ბავშვები იქ მიმსვლელი არ იყვნენ და ჩემი ბიჭი პირველად იყო თბილისში. ის ამხანაგებს გამოჰყვა, თორემ, თბილისში მარტოც ვერ წამოვიდოდა. ნამდვილად მსხვერპლს ეძებდნენ. ჩემი შვილი, საზაფხულო დასვენებებზე ჩემთან ერთად თურქეთში გადადიოდა, ალალი შრომით ირჩენდა თავს და სტუდენტობაში რომ თანხა ეხარჯა, მისი გამომუშავებული თანხით დადიოდა ბათუმში და სწავლობდა. ჩვენ ოჯახს ის ფუფუნება არ გვქონდა, რომ სტუდენტი გვერჩინა. მოგეხსენებათ, მაშინ, 2006 წელში უმუშევარი დრო იყო, თურქეთიდან ვირჩენდით თავს – ჩაი უნდა მოგვეკრიფა თურქეთში, ფული უნდა გადმოგვეტანა რომ პური გვეყიდა და თავი გვერჩინა, სხვა შემოსავალი არ გვქონდა.” – განაცხადა ოთარ სურმანიძემ.
“ნავ­თლუ­ღის სპე­ცო­პე­რა­ცია” 2006 წლის 12 იან­ვარს ჩა­ტარ­და. გა­მო­ძი­ე­ბის მა­შინ­დე­ლი ვერ­სი­ით, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ცი­ხი­დან გაქ­ცე­ვის მცდე­ლო­ბა აღ­კვე­თეს. 2012 წლის შემდეგ საქმეზე ახალი გამოძიების დაწყების შედეგად კი, “ნაცმოძრაობის” რამ­დე­ნი­მე მა­ღალ­ჩი­ნო­სანს ბრა­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის, ასე­ვე ცი­ხე­ში პა­ტი­მარ­თა წა­მე­ბის­თვის წა­უ­ყე­ნეს. გამოძიების ვერსიით, დათა ახა­ლა­ი­ამ სა­კონ­ტრო­ლო გას­რო­ლა სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად მოკ­ლუ­ლი შოთა გორ­გა­ძის, ხოლო გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძემ (“მასტერა”) რო­მან სურ­მა­ნი­ძის მი­სა­მარ­თით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.
Next: ნელ-ნელა მივდივართ იქამდე, სადაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა რეალურ შინაარსს შეიძენს და ახალგაზრდებს, ვინც ხელისუფლება უნდა გადაიბაროს, ისეთი სამართავი სახელმწიფო ექნებათ, სადაც უცხოელი ელჩის აზრი არ იქნება საინტერესო ქვეყნის შიდა საქმეებთან დაკავშირებით