“ეს ტყუილია, სრული აბსურდია” – რა დაპირებით ცდილობს პუტინი ევროპის გაჩუმებას და გაჩერებას?

თუ უარს იტყვის არსებით მოლაპარაკებაზე, ტერიტორიების გათავისუფლებას სამხედრო გზით მიაღწევს, – ამის შესახებ ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე განაცხადა.
„თუ მოწინააღმდეგე მხარე და მათი უცხოელი მფარველები უარს იტყვიან არსებით საუბარში ჩართვაზე, რუსეთი თავისი ისტორიული მიწების განთავისუფლებას სამხედრო გზით მიაღწევს“, – აღნიშნა პუტინმა.
ამასთან, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთი ევროპასთან ომს არ აპირებს.
„ევროპაში ხალხს თავებს რუსეთთან გარდაუვალი შეტაკების შიშით უჭედავენ, თითქოს დიდი ომისთვის უნდა მოემზადონ. არაერთხელ მითქვამს, ეს ტყუილია, სრული აბსურდია“, – განაცხადა პუტინმა.