“ეს სცენარი პირველივე დებატებში არ გაითამაშეს…” – ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი:
მთავარი ვერსია, რაც ვთქვი ქოცებმა დებატები რომ მოინდომეს, იყო ის, რომ დაისვამდნენ შაქარიშვილ–კაკაბაძეებს და ევროინტეგრაციაზე ედებატებოდნენ. და აი მართლაც, გაირკვა, რომ საქოცეთი თანახმაა “ნეიტრალურ საქართველოს“ ევროინტეგრაციის საკითხებზე დებატებში დაუჯდეს.
მიზანი რამდენიმეა:
1. ჩვენი ყური გაიხედნოს და თანდათან მივეჩვიოთ, ლეგიტიმურად და ნორმალურად ჩავთვალოთ პოზიცია, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას დასავლეთზე და რუსეთისკენ აიღოს კურსი ოფიციალურად. 2. ამ დებატებში ღიად პრორუსების პირისპირ ქოცები გამოვლენ პროდასავლელების როლში, ანუ დაიწყებენ მტკიცებას, რომ კი, ევროპა ჩალპა და გახრწნილია, მაგრამ მაინც მაქეთ უნდა ვიაროთ. და თან ჩვენ ხომ 2028–მდე შევაჩერეთ მოლაპარაკებები და სანამ ჩვენ გავხსნით ხელახლა და სანამ ევროკავშირში შევალთ გამოსწორდებიან. რა ვიცი, კიდევ რაღაცეებს მოიფიქრებენ. მოკლედ, პირდაპირ რუსეთთან შეერთებაზე ხელებს გაასავსავებენ, ეგ არ გვინდაო და ოფიციალურ რუსებთან შედარებით პროდასავლელებად გამოჩნდებიან. 3. დასავლეთს აჩვენებენ, დროზე დაგვილაგდით და გვაღიარეთ, თორემ ამ ქვეყანაში ჩვენზე რუსებიც არსებობენ და კაცმა არ იცის რა მოხდება, ისევ ჩვენ გერჩიოთ ხელისუფლებაშიო. ამასობაში პროდასავლურ პროტესტს ბოლომდე მოახრჩობენ თავისი ჭკუით და დასავლეთს ეტყვიან, რომ სულაც არ არის ამ ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობა პროდასავლური, ჩვენ, ქოცები ვართ საქართველოში ყველაზე პროდასავლურები და პროდასავლური კურსის გარანტები, ამიტომ თქვენთვისვე ჯობს, ჩვენ ვიყოთ ხელისუფლებაში რომ მთლად რუსეთს არ შეუერთდესო საქართველო, ამიტომ ნუ მოგვთხოვთ ახლა აქ დემოკრატიას და ეგეთ “წვრილმანებს“. მიგვიღეთ ისეთები, როგორებიც ვართ. ეს სცენარი პირველივე დებატებში არ გაითამაშე”ს, მაგრამ დიდხანსაც ვერ მოითმინეს. მალე იხილავთ ამ შინაარსის დებატებს. ხოდა, კიდევ ერთხელ, ყველას, ვისაც ქოცებთან დებატები გამართლებულად მიგაჩნიათ აქეთა მხრიდან, მავნებელ იდიოტებად გთვლით.