ეს სტატუსი ეძღვნება ჩემს უპირობო მხარდაჭერას დიმიტრი ხუნდაძისადმი, რომლის ირგვლივ დღეს ცდილობდნენ „ბოლივუდის შედევრი” შეექმნათ, მაგრამ მორიგი „ჩრდილო-კორეული აგიტ-პროპაგანდა” გამოუვიდათ

ეს სტატუსი ეძღვნება ჩემს უპირობო მხარდაჭერას დიმიტრი ხუნდაძისადმი, რომლის ირგვლივ დღეს ცდილობდნენ „ბოლივუდის შედევრი” შეექმნათ, მაგრამ მორიგი „ჩრდილო-კორეული აგიტ-პროპაგანდა” გამოუვიდათ
ოპოზიციური ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერით ცილისმწამებლურ კამპანიას იხსენებს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და მაგალითად 2 წლის წინ, მის წინააღმდეგ განვითარებული მოვლენები მოჰყავს. როგორც დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, აგრესიას, რომლითაც „TV პირველის“ გადამღები ჯგუფი მოქმედებდა, არაფერი ჰქონდა საერთო ჟურნალისტიკასთან.
ვრცელ პოსტში ქართველიშვილი სოლიდარობას უცხადებს „ხალხის ძალის“ გენერალურ მდივანს ს, რომელიც ასევე გახდა ოპოზიციური ტელევიზიის თავდასხმის ობიექტი.
„ზუსტად ორი წელი გავიდა, რაც სახლიდან გასასვლელი სოფლის გზა ჩამიხერგა გადამღებმა ჯგუფმა და სამსახურში გასვლის საშუალებას არ მაძლევდა. „ჟურნალისტის” შეკითხვებს რა დამავიწყებს: მართალია, რომ დღემდე სუს-დან ვიღებ ხელფასს, რომ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ჩემი პოსტების ტექსტებს სუს-დან მაწვდიან, რომ სუს-ში მუშაობის პერიოდში ჩემს თანამშრომლებს ვაიძულებდი ოპერატიული ცნობების წერას რუსულ ენაზე და ა.შ. იყო სხვა უამრავი სიგიჟეც, მაგრამ ესეც საკმარისი იყო გადამღები ჯგუფისთვის მძიმე ფსიქიატრიული დიაგნოზის გამოსატანად.
ამ დიაგნოზს აშკარად ამძიმებდა ჩემთან დესანტირებამდე რამდენიმე ხნით ადრე „გლავკანალის” ექსპერტების საჯარო ტელემტკიცება, რომ მე შვიდი წელია რაც ქვეყნიდან ვარ გაქცეული რუსეთში, ამ ხნის განმავლობაში მოვასწარი ციხეში მოხვედრა, საიდანაც მე „ოცნებამ” გამომიყვანა და ამჟამად ჩემი ადგილსამყოფელი უცნობია. არგუმენტი, რომ მე 10 წელი ქვეყნის ფარგლები საერთოდ არ დამიტოვებია და 11 წელი ძეგვიდანაც კი იშვიათად გავდივარ, ფსიქიატრიული აშლილობის მატარებელ ოპონენტებთან არ გაჭრა.
ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პარლამენტშიც ამედევნა გადამღები ჯგუფი, სად გარბიხარო, „იმედში” გელოდებიანო. ჩემს გულწრფელ პასუხს, რომ არა, სასაფლაოზე უნდა გავიდე – ამაღამ სასაფლაოზე რა გინდაო? შვილთან მივდივარ მეთქი. და შენი შვილი დღეს შენს „რუსულ კანონს” მოიწონებდაო – არ მეშვებოდნენ …
ამხელა წინასიტყვაობა დამჭირდა იმისთვის, რომ ამ კონკრეტული გადამღები ჯგუფის ან კომპეტენციაზე, ან მორალურ-ზნეობრივ კატეგორიებზე შემექმნა შთაბეჭდილება მათთვის, ვინც ჯერ კიდევ დეზინფორმაციული ზედოზირებით აკმაყოფილებს თავის თავში აზროვნების დეფიციტს. ეს სტატუსი კი, ეძღვნება ჩემს უპირობო მხარდაჭერას დიმიტრი ხუნდაძისადმი, რომლის ირგვლივ დღეს ცდილობდნენ „ბოლივუდის შედევრი” შეექმნათ, მაგრამ მორიგი „ჩრდილო-კორეული აგიტ-პროპაგანდა” გამოუვიდათ.
მათი თითოეული სიუჟეტური ხაზი რამე კონკრეტული, მათი საყვარელი, ხელოვნურად შექმნილი და „კარგად ცნობილი” სტიგმების გარშემო ტრიალებს. მაგალითად – „რუსი ოლიგარქია”, დავით ქართველიშვილი – „რუსეთუმე კა-გე-ბე-შნიკი”, დიმიტრი ხუნდაძე – „მცხეთის ფეოდალი”. ასეთ „ნაძვის ხეზე” მიდის შემდგომ მათი ფეიკ-სათამაშოებისა და გირლანდების ჩამოკიდება, რომლის გარშემო თვითონვე ურტყამენ წრეებს „ზილინა-ზილინა”-ს თანხლებით, რაც მხოლოდ მათ ოლიგოფრენიულ აუდიტორიაზეა განკუთვნილი და მეტი არაფერი.
ასეთი სიჯიუტით, ყოველი მსგავსი სიუჟეტით, საკუთარ „გამელოტებულ” საარჩევნო შანსებს ობლად დარჩენილ უკანასკნელ თმებსაც აცლიდე შეშლილი სიხარულით – ამას მხოლოდ ავადმყოფურ წარმოსახვებში თუ შეძლებ…” – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

საქმე გვაქვს, ოპოზიციის წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციასთან, დღეს ცესკო ადამიანებს პროფესიული ნიშნით ირჩევს, ნეიტრალიტეტი კი თითოეულ მათგანს მოეთხოვება, მათ შორის, კომისიაში ოპოზიციის კვოტით მყოფ ადამიანებს