“ეს სისასტიკე მიუღებელია! მთავრობა ხალხს ფიზიკურად უსწორდება” – ბუნიათიშვილი

ეს სისასტიკე მიუღებელია! საქართველოს, დიდი ხანია (თუ ოდითგანვე არა) სამწუხარო არჩევანის წინაშე უწევს ყოფნა – თავისუფლება თუ მშვიდობა. ვფიქრობდი, რომ მთავრობა იქნებ, ქვეყნისთვის არასასურველი ნაბიჯების გადადგმით, ომის არიდებას, გარკვეული დროით მსოფლიოს მზერისგან შორს, ჩრდილში ყოფნას ცდილობდა, რომ არ გაებრაზებინა და დაეგეშა მეზობელი მტერი. რისკი, როგორც ში, ბუნებრივია დიდია და პარტიულობის მიუხედავად, ქვეყნის საერთო ინტერესი ყველაზე მნიშვნელოვანი. მაგრამ ეს რაც ხდება – ადამიანების წიხლქვეშ გაგდება – სრულიად მიუღებელია!!! ისინი ჩვენს ლამაზ, თავისუფალ ახალგაზრდებს და ახალგაზრდული სულის ადამიანებს, რომლებსაც არ ამოძრავებთ არანაირი პოლიტიკური ინტერესი, არამედ მხოლოდ გულანთებული ქვეყნის სიყვარული და იმედი მათი უკეთესი მომავლის, სისასტიკით და გულგრილობით პასუხობენ.მთავრობა ხალხს ფიზიკურად უსწორდება და ავიწყდება, რომ მისი მოვალეობა თითოეული მოქალაქის დაცვაა.
სახელმწიფო ადამიანებისგან შედგება და ერთი ადამიანი მთელი სახელმწიფოა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას