,, ეს სიკვდილი რომ ბაჩიაშვილის საქმეს უკავშირდება, ჩემთვის ეს ფაქტია” – გიორგი ახობაძე ციხის ყოფილი უფროსის გარდაცვალებაზე

,, ეს სიკვდილი რომ ბაჩიაშვილის საქმეს უკავშირდება, ჩემთვის ეს ფაქტია” – გიორგი ახობაძე ციხის ყოფილი უფროსის გარდაცვალებაზე
გლდანის პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორის დავით გოგობერიშვილის გარდაცვალების ფაქტს ყოფილი პატიმარი, გიორგი ახობაძდ ეხმურება:
,,დავით გოგობერიშვილი
არც კი ვიცი რა დავწერო..
ჩემი და ნიკა კაციას შეფასება რადიკალურად განსხვავდება, ამიტომ დაბნეულობა რომ არ შემოვიტანოთ, ავხსნი ასე რატომაა. ჩვენი შეფასების კრიტერიუმები სხვადასხვაა. ნიკა ითხოვდა ყველა წესის დაცვას, ამაში ვეთანხმები, უბრალოდ ამ ეტაპზე შეუძლებლად მეჩვენება. ამიტომ მე ვაფასებ ისე, რომ ვითვალისწინებ ციხის მოცემულობას დინამიკაში.
ამ ქვეყანაში ციხე რა იყო და არის ყველამ ვიცით. ნებისმიერი პოზიტიური ცვლილება იქ, უნდა ვახსენოთ, რომ ყველა შემდეგ დირექტორს ჰქონდეს თამასა, რასაც არ უნდა ჩამოსცდეს.
მე და დავით გოგობერიშვილმა რამდენიმეჯერ ვისაუბრეთ ხანგრძლივად და როდესაც ველაპარაკე ჩადებებზე, კორუფციაზე პოლიციაში და ა.შ. არაადამიანობებზე ამ სისტემაში, მისგან აშკარად მოდიოდა ამ ყველაფრის მიუღებლობა, გინებით მოიხსენიებდა ამ ქცევას პოლიციის მხრიდან და ეს არ იყო ყალბი ემოცია.
აშკარაა, რომ მის თავს რაღაც ისეთი მოხდა, რაც ამ სისტემის ნაყოფია! არ ვიცი სუიციდია ეს, თუ აქამდე მიყვანა, თუ პირდპირ მკვლელობა, მაგრამ ეს ქნა ქოცურმა რეჟიმმა და ამ გამოსავლისგან არავინ ვართ შორს!
ეს სიკვდილი რომ ბაჩიაშვილის საქმეს უკავშირდება, ჩემთვის ეს ფაქტია.
ფაქტია, რომ რეჟიმის ტყვეების მიმართ, მის ხელთ არსებულ ლიმიტებში მაქსიმალურად ყურადღებიანი იყო.
ცოტა უცნაურია ციხის დირექტორზე ამას წერდეს ადამიანი დღეს, მაგრამ ძალიან გული დამწყდა მის სიკვდილზე.“

ასევე დაგაინტერესებთ