ეს სერიოზულ შედეგს გამოიწვევს, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილისთვის და არა მგონია, რომ იგი ამ ნაბიჯზე წავიდეს – გიორგი ვოლსკი სააკაშვილის შეწყალების საკითხზე

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის შეწყალების მოთხოვნას მმართველი გუნდი ეხმაურება.
“ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ზურაბიშვილი ამ ნაბიჯს გადადგამს, ეს ქვეყანას მშვიდობის ნაცვლად არეულობას მოუტანს. უმრავლესობაში თვლიან, რომ შეწყალების აქტი იმ ადამიანებს გაანაწყენებს, რომელიც ძველი რეჟიმის მსხვერპლი იყო.
“ეს, რასაკვირველია სერიოზულ შედეგს გამოიწვევს, მათ შორის სალომე ზურაბიშვილისთვის და არა მგონია, რომ იგი ამ ნაბიჯზე წავიდეს. ეს იქნება ის ნაბიჯი, თუ მან ეს გადადგა, რომელიც საბოლოოდ დაუპირისპირებს მას საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს, რომლის კისერზეც გადაიარა იმ დესპოტურმა მმართველობამ, რომელიც არსებობდა საქართველოში სააკაშვილის მმართველობის პერიოდში,” – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნურავის ექნება ილუზია, რომ მე, ან ჩვენი პოლიტიკური გუნდი დაიღლება ამ უთანასწორო ბრძოლაში, თუმცა, მთავარია, რომ ჩვენმა ხალხმა, ისე, როგორც აქამდე, 2026 წელსაც მკაფიოდ გაარჩიოს, ვინაა საქართველოს მტერი და ვინ მოყვარე!

ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, 2025 წელს, გარედან წამოსულ ყველა დარტყმას ღირსეულად დავხვდით და ერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს უკან ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ხალხისა და საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში