ეს სენატორები წარმოადგენენ „დიფ სთეითს“- კალაძე „მეგობარი აქტის“ ინიციატორებზე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „მეგობარი აქტის“ ინიციატორი სენატორები, ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი, „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები არიან და ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევიან.
ასე გამოეხმაურა კალაძე სენატში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ჯიმ რიშისა (რესპუბლიკური პარტია) და დემოკრატი ჯინ შაჰინის მიერ „მეგობარი აქტის“ წარდგენას, რომელიც „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.
კალაძე ირწმუნება, რომ „მეგობარი აქტს“ „ქართული ოცნებისთვის“ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
„ვიცით, ვის მიერ არის ინიციირებული აღნიშნული აქტი. ეს ორი ადამიანი გამოირჩევა ანტიქართული განცხადებებით, რომლებიც მათგან არაერთხელ მოგვისმენია. ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტი ებრძვის „დიფ სთეითს“, რომელიც მისი ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო. რა თქმა უნდა, ეს სენატორები წარმოადგენენ „დიფ სთეითს“. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის თავდასხმები, რაც რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ -ის პრეზიდენტის წინააღმდეგ.
რაც შეეხება მის სათაურს, ესეც ცინიკურია, იმიტომ, რომ მეგობრული და მეგობრობასთან კავშირი ამ აქტს არაფერი გააჩნია. ეს არის ჩვეულებრივი მტრობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები. ისინი არ წარმოადგენენ ამერიკის სახელმწიფოს, ისინი წარმოადგენენ და ემსახურებიან კონკრეტულად „დიფ სთეითს“. შესაბამისად, ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს აღნიშნულ აქტს. როდესაც გამოდიან და აშშ-ის პრეზიდენტს თავს ესხმიან „დიფ სთეითთან“ ბრძოლაში, რა თქმა უნდა, ყველაფერი ცხადი და ნათელია“, – განაცხადა მ.
„ქართული ოცნების“ კონსპირაციის ბოლო ვერსიით, „დიფ სთეითი“ იგივე „გლობალური ომის პარტიაა“.
„გლობალური ომის პარტია“ არის “ქართული ოცნების” შეთქმულების თეორია, რომლის საფუძველზეც ეს პარტია ქვეყანას მართავს და საგარეო ურთიერთობებს განსაზღვრავს.
ამ შეთქმულების თეორიის მიხედვით, თითქოს არსებობს „გლობალური ომის პარტია“, რომელშიც შედიან ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი და უცხოური მედიასაშუალებები, ოპოზიციონერები, ასევე საქართველოს დასავლელი მეგობრები, ევროპარლამენტარები, სენატორები და ა.შ. ამ ყველას კი ერთი მიზანი ამოძრავებს – ცდილობენ, საქართველო ჩართონ ს წინააღმდეგ ომში მეორე ფრონტად.
ცოტა ხნის წინ „ოცნების“ ლიდერებმა შეწყვიტეს ამ ტერმინის (გლობალური ომის პარტია) გამოყენება და ის „დიფ სთეითით“ ჩაანაცვლეს. „ოცნება“ ჯერ აცხადებდა, რომ „დიფ სთეითი“ „გლობალური ომის“ პარტიის არაფორმალური გავლენის მთავარ ინსტრუმენტი“ იყო ანუ ორი სხვადასხვა „ორგანიზაცია“. „ოცნების“ კონსპირაციის ბოლო ვერსიით კი, „დიფ სთეითი“ იგივე „გლობალური ომის პარტიაა“.
„ოცნებას“ ამ დრომდე კონსპირაციების დამადასტურებელი არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, ვერც აკონკრეტებს, ვინ არის „გლობალური ომის პარტიის“ ხელმძღვანელი.
სინამდვილეში, ყველას, ვისაც „ოცნება“ „გლობალურ ომის პარტიაში“ მოიაზრებს, ერთი რამ აერთიანებთ – სხვადასხვა დროს სხვადასხვა საკითხის გამო საქართველოს ხელისუფლება გაუკრიტიკებიათ.
ზოგადად „დიფ სთეითით“ უფრო გლობალური კონსპირაციის თეორიაა და აღნიშნავს ჩრდილოვანი მმართველობის სისტემას, რომელშიც არაოფიციალური პირები სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრასა და განხორციელებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: 31 მარტს ჩვენ გვიწევს იმის დაცვა, რაც 1991 წელს 31 მარტს გადაწყვიტეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმში საქართველოს მოქალაქეებმა – ჩვენ გვიწევს საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა