კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე:
რეჟიმი უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულებებით გვაჯარიმებს. ამის გამო სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი. რა თქმა უნდა საქართველოში არაფრის იმედი არ გვაქვს, მაგრამ სტრასბურგში ვაპირებთ დავას და ამ გზაზე აუცილებელია ჯერ ქვეყნის შიგნით ამოვწუროთ ყველა ინსტანცია. დღეს მივიღეთ ინფორმაცია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე განსახილველად მიიღო.
რა თქმა უნდა ქუჩის გადაკეტვის გამო დაჯარიმების საქმეები უკანონობის ბუკეტია, მაგრამ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაწილზე მინდა გითხრათ. ვგულისხმობ იმ საქმეებს, სადაც ქუჩის კამერებით გადაღებული კადრებია გამოყენებული. 1. მოკლედ, შსს-სგან ვიცით, რომ მან შარშან დეკემბერში ჩინური წარმოების (Dahua) სათვალთვალო კამერები შეიძინა. კამერებს შეუძლიათ ადამიანის სახის და სხეულის, ემოციების, ადამიანის სქესისა და ასაკის ამოცნობა და ა.შ.; 2. ეს ყველაფერი წარმოადგენს ადამიანის პერსონალურ მონაცემს, რომელიც დაცულია ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებით; 3. განსაკუთრებით საყურადღებოა, ის ფაქტი, რომ ადამიანის ბიომეტრიული მონაცემები და პოლიტიკური შეხედულებები წარმოადგენს ე.წ. განსაკუთრებული კატეგორიიის პერსონალურ მონაცემებს, რომელიც განსაკუთრებული დაცვით სარგებლობს. როცა სახელმწიფო, აქციაზე შენს ყოფნას სათვალთვალო კამერით იწერს, ეს ნიშნავს, რომ ის შენი პოლიტიკური შეხედულებების შესახებ მონაცემებს აგროვებს; 4. არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც სახის ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პროცედურების ფარგლებში, უფლების დარღვევად შეფასდა. ამ საკითხზე, ჯერ კიდევ იმ პროცესზე ვილაპარაკე, რომელზეც სასამართლომ ჩემს მიერ ქუჩის უკანონოდ გადაკეტვას მედავებოდა, მაგრამ რა თქმა უნდა სასამართლომ ამას ყურადღება არ მიაქცია და დამაჯარიმა (ეს ჯარიმა არ გადავუხადე, რის გამოც აღსრულებამ ანგარიშები დამიყადაღა და იძულებით ამოიღო ჯარიმა, მაგრამ ეს სხვა ამბავია). ამ საქმეს ხელი მოკიდა სოციალური სამართლიანობის ცენტრი• Social Justice Center და მაღალპროფესიონალურად უძღვება. საქმე ჯერ პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურში გავასაჩივრეთ, რომელმაც აბსურდული მიზეზით უარი გვითხრა საქმის განხილვაზე, მაგრამ სასამართლომ მიიღო განსახილველად. როგორც ვიცი, კიდევ ასეთი რამდენიმე საქმე აქვს ცენტს აღებული. ამიტომ მინდა მკაფიო იყოს, ფორმალურად ამ კონკრეტულ საქმეებში, კონკრეტული ადამიანები ვდავობთ, მაგრამ ამ საქმეს აქვს პრეცენდეტულ მნიშვნელობა და გავრცელდება ყველაზე ვინც ამ “ჭკვიანი კამერების” მიერ გადაღებული კადრების საფუძველზე დააჯარიმეს. ალბათ ბევრნი ხართ ასეთი.
