,,მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია:
“ამასობაში, ქოცების მეგობარი და ევროკავშირის კიბო ორბანი თუ არ დაოკდა და უკრაინის ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე გადასვლა დაბლოკა, არც თუ მცირე ალბათობა ჩნდება, რომ ერთ პაკეტად შეიკრას საბოლოო გადაწყვეტილება და ვერც მოლდოვა გადავიდეს შემდეგ ეტაპზე, ვერც ბოსნია (ეს უნგრეთის გარეშეც მაღალი ალბათობით ასე იქნება) და ვერც ჩვენ გავცდეთ ევროპერსპექტივას და სტატუსის საკითხი სამომავლოდ გადაიდოს.
ეს სამწუხარო იქნება, მაგრამ ქვეყნის დამაქცევარი ტრაგედია – არა.
ამიტომაა საჭირო მოზომილად ილაპარაკო ხოლმე და არა ხბოს აღტაცებით და საკითხის არცოდნით, განსაკუთრებით, როცა მოლოდინებს ქმნი და შესაბამისად იმედგაცრუების რისკს ზრდი.
პასუხისმგებლობის გრნობა სასარგებლო თვისებაა, ზოგადად”