“ეს სამი ფაქტორი გამოიყენება ადამიანის დისკრედიტაციისთვის” – ზურაბ სიხარულიძე

ეს სამი ფაქტორი გამოიყენება ადამიანის დისკრედიტაციისთვის, რადგან ისინი დაკავშირებულია ძლიერ სტიგმასთან და ადამიანების დამცირებისთვის ისეთ საზოდაოებაში როგორიც ჩვენ ვართ, ამიტომ ეს სამიშ იარაღი აქვს გამოყენებული პროპაგანდას საზაგადოების დაშინებისთვის და ოპონენტებთან ბრძოლისთვის:
ნარკომანია – საზოგადოებაში ხშირად აღიქმება როგორც „მორალური სისუსტე“ და კრიმინალი არა როგორც დაავადება. ეს იძლევა საშუალებას ადამიანებს დაუკავშირონ კრიმინალთან, არასტაბილურობასთან და არასანდოობასთან. ფსიქიკური დაავადება – ფსიქიკური აშლილობები ასოცირდება „გონებრივ არასრულფასოვნებასთან“ ან „საშიშრობასთან“. ისტორიულად სწორედ ეს გამოიყენებოდა ადამიანის დისკრედიტაციისა და იზოლაციისთვის. და გამოიყენებოდა დიაგნოზი დუნედ მომდინარე შიზოფრენია და ის “გიჟია” სექსუალური იდენტობა – პატრიარქალურ საზოგადოების პირობებში ნებისმიერი გადახვევა „ნორმიდან“ ხშირად გამოიყენება როგორც საბაბი ადამიანის მორალური ავტორიტეტის დასანგრევად. ამ სამივე ერთად ან ცალ-ცალკე ხშირად ხდება იარაღი პოლიტიკური, სოციალური ან პირადი ანგარიშსწორებისას, რადგან ისინი ეხება თემებს, რომელთა მიმართ საზოგადოებაში ჯერ კიდევ ძლიერია სტიგმა და ემოციური რეაქცია. ცოტა მაგალითებიც საბჭოთა კავშირი: ნარკომანია განიხილებოდა არა როგორც დაავადება, არამედ როგორც „ბურჟუაზიული გადახრა“. ოპოზიციონერებსა და არამორჩილ ინტელექტუალებს ხშირად აკერებდნენ „ნარკომანის“ იარლიყს. ეს საშუალებას აძლევდა ხელისუფლებას ეთქვა: „ისენი პოლიტიკაზე კი არ ლაპარაკობენ, უბრალოდ ნარკომანები არიან“. 1970–90-იან წლებში („War on Drugs“): „კრეკის ეპიდემია“ გამოიყენეს შავკანიანი თემების კრიმინალიზაციისთვის. ბევრ აქტივისტს და სამოქალაქო ლიდერს საჯაროდ უკავშირებდნენ ნარკოტიკებს, რაც ართმევდა მათ პოლიტიკურ გავლენას. საქართველო: ხშირად ვხედავთ, რომ როდესაც ვიღაცისთვის პოლიტიკური ან სოციალური დისკრედიტაციაა საჭირო, ნარკოტესტების ჩადება ხდება მთავარი იარაღი. ერთი დადებითი ნარკოტესტი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანი საზოგადოებაში „გაუნეიტრალდეს“.
ფსიქიკური დაავადება როგორც იარაღი საბჭოთა იძულებითი ფსიქიატრია: სისტემის კრიტიკოსებს „პარანოიდული შიზოფრენიის“ დიაგნოზს უსვამდნენ. ან დუნედ მიმდინარე შიზოფრენია ფსიქიატრიული კლინიკა იყენებდნენ როგორც ციხეს, მაგრამ უფრო ეფექტურად – რადგან საზოგადოება „გიჟების“ სიტყვებს აღარ უსმენდა. ნაცისტური გერმანია: ოპოზიციონერებისა და არასასურველი ჯგუფების ნაწილი გამოცხადდა „გენეტიკურად ფსიქიკურად დაავადებულებად“, რაც ამართლებდა მათ იზოლაციას სექსუალური იდენტობა საბჭოთა კავშირი: ჰომოსექსუალობა სისხლის სამართლის დანაშაული იყო. ხშირად აქტივისტებსა და ინტელექტუალებს აბრალებდნენ „სოდომიას“, რათა გაენადგურებინათ მათი რეპუტაცია და კანონიერად დაეჭირათ. აშშ 1950-60-იან წლებში („ლავენდერის შიში“): მთავრობაში ჰომოსექსუალების ნადირობა დაიწყო. მიზეზი – მათ „შანტაჟისთვის იყენებდნენ“. სინამდვილეში ეს იყო პოლიტიკური წმენდა და იდეოლოგიური კონტროლი. „გეი-იარაღი“ კვლავ აქტუალურია. აქტივისტების დისკრედიტაციისთვის საკმარისია მათი სექსუალური იდენტობის შესახებ ჭორის გაშლა, რადგან საზოგადოებაში სტიგმა ძლიერია. ასეა ეს ამბავი სამწუხაროდ ყველა ეს აირაღი ამოღებულია და მანიპულირებენ ამითი მადლობა