,,ეს სამი კაცი პარლამენტში ბოკერიას ნაცვლად ზის” – თამარ ჩერგოლეიშვილი

,,ევროპული საქართველოს” წევრი, :
,,ბაბლელი გულშემატკივრები დარდობენ, ვინმე მოედნის მსგავსი მაინც დაიმატეთო.
მეგობრებო, არ არსებობს ტაქტიკური სისულელე, რომელიც ჩვენს პარტიას ჩადენილი არ ჰქონდეს და ხელები დამწვარი.
თავისუფალი დემოკრატების შემოერთებამ რამე შეგვმატა გარდა იმისა რომ ბოკერიას ნაცვლად, ჩვენს ამომრჩეველს პარლამენტში შავგულიძე უზის?
ეგენი რომ შემოვიერთეთ იმ არჩევნებზე გავპარტახდით.
ტარიელ ნაკაიძის შემოერთებამ
რამე შეგვმატა? ვიფიქრეთ შავღელეში დაგვეხმარებოდა აჭარელი ეკომიგრანტი მუსლიმების ხმებზე და 6 კოორდინატორი გვყავდა – 1 ხმა ავიღეთ. მართლა!
სამაგიეროდ პარლამენტში ბოკერიას ნაცვლად ზის.
არმაზ ახვლედიანის შემოერთებამ
ბათუმში რამე შეგვმატა? არაფერი – ზირო! ნათესავებმაც არ მისცეს ხმა.
სამაგიეროდ პარლამენტში ბოკერიას ნაცვლად ზის.
კაია ეს სამი კაცი ბოკერიას ნაცვლად პარალამენტში საქართველოს ეროვნული ინტრესებისთვის, ან ევროპული საქართველოს ამომრჩევლისთვის? – არა, ძალიან, ძალიან ცუდია.
ხმებს აგროვებს ჩვენი პრინციპები, ჩვენი შინაარსი, ჩვენი იდეები, ჩვენი თანმიმდევრულობა, ჩვენი სიმართლე, ჩვენი ლოგიკა…
და არა ვიღაც ოპორტუნისტების შემოერთება ილუზორული გამსხვილების მიზნით.
მოკლედ, ენდეთ ჩვენს გამოცდილებას და არ ინანებთ 🙂”