“ეს საკითხი ჩვენთვის ამოწურულია, ფინიტალა კომედია” – თინა ბოკუჩავა “ნაციონალურ მოძრაობაში” არსებულ დაპირისპირებაზე

“ეს საკითხი ჩვენთვის ამოწურულია “ფინიტალა კომედია”, – ასე პასუხობს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას პარტიაში არსებული დაპირისპირების შესახებ.
ბოკუჩავას განცხადებით, პარტიაში ყოველ სამ თვეში ერთხელ თავმჯდომარის არ უნდა ტარდებოდეს და ოპონენტებს უნდა ებრძოდნენ.
“ნაცვლად იმისა, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია საქართველოში ებრძოდეს რუსულ რეჟიმს, ემზადებოდეს გეოპოლიტიკური უმნიშვნელოვანესი არჩევნებისთვის, ყოველ სამ თვეში ერთხელ არჩევნები უნდა ვატაროთ ამ ადამიანების ლოგიკით?! ალოგიკურია, ეს საკითხი ჩვენთვის ამოწურულია, ფინიტალა კომედია, გადავიდეთ სერიოზულ თემებზე,” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

2008 წელს ჩვეულებრივად მოძრაობდა კოდორის ხეობაში ხალხი, ნებისმიერი შევიდოდა, ვინც სამხედრო ფორმირებაში ნამყოფი არ იყო, მაგრამ მერე ხელის შეშლა დაიწყო, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი ბევრ პროვოკაციას აწყობდა

2008 წელს ოკუპანტებს რიგითი ჯარისკაციდან დაწყებული, ყველას სია ჰქონდათ იარაღთან, ტყვია-წამალთან და ტექნიკასთან ერთად – აფხაზეთიდან ჩვენმა ახლობლებმა გაგვაფრთხილეს, ხეობაში შემოსვლა არავინ გაბედოს, ვისაც ფორმა ეცვაო