ეს საინტერესოა – “ნაპოლის” შეიძლება შეთავსებითი მწვრთნელი ეყოლოს

ყველა იტალიური სპორტული გამოცემა ირწმუნება, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “ბარსელონასთან” დამარცხებისა და ტურნირიდან გამოვარნის შემთხვევაში, “ნაპოლის” მწვრთნელს ვალტერ მაცარის გადააყენებენ და უკვე დაიწყეს მისი შესაძლო შემცვლელების შესახებ საუბრები.
ამ მომენტისთვის მთავარი კანდიდატი 55 წლის ფრანჩესკო კალცონაა. ის სხვადასხვა გუნდებში მაურიციო სარის თანაშემწე იყო, ლუჩანო სპალეტის პერიოდში “ნაპოლიში” ტექნიკის განვითარების მწვრთნელად მუშაობდა, 2022 წლის 30 აგვისტოს კი ს ნაკრებს ჩაუდგა სათავეში. მას რეკომენდაცია ნეაპოლური გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა მარეკ ჰამშიკმა გაუწია.
თუ კალცონა შეთავაზებას დათანხმდა, სლოვაკეთის ნაკრებსა და “ნაპოლიში” ერთდროულად იმუშავებს.