“მილანი” “ტორინოს” 24 წლის ცენტრალური მცველის ალესანდრო ბონჯორნოს შეძენას ცდილობს, – იტყობინება Sky Sport-ი.
“მილანმა” ადრე ბონჯორნოს გადაბირება ვერ შეძლო, ახლა კი ტურინულ კლუბს ახალი წინადადებით მიმართავს.
“ტორინო” თავის აღზრდილ ფეხბურთელს 40 მილიონ ევროდ აფასებს, “მილანი” კი უფრო ნაკლებ თანხას და ტრანსფერში 21 წლის თავდამსხმელის ლორენცო კოლომბოს ჩართვას შესთავაზებს.
ბონჯორნომ ამ სეზონში სერია A-ს 17 მატჩში 3 გოლი გაიტანა. მისი სხვა გუნდში გადასვლა “ტორინოში” საბა საზონოვის მდგომარეობას გააუმჯობესებს, რომელსაც შეცვლებზე უწევს შესვლა.