“ეს საბოლოო ბრძოლაა, ფეჰლევი დაბრუნდება” – სკანდირებენ სტუდენტები (ვიდეო)

სოციალურ ქსელში ირანის სხვადასხვა ქალაქში აიათოლას რეჟიმის საწინააღმდეგო გამოსვლების კადრები ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის სხვადასხვა უნივერსიტეტებში სტუდენტები ანტისამთავრობო შეძახილებს სკანდირებენ.
მოცემული ვიდეო ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ მეშჰედში სტუდენტების საპროტესტო მსვლელობას ასახავს. “ეს საბოლოო ბრძოლაა, ფეჰლევი დაბრუნდება” – სკანდირებენ, გავრცელებული ინფორმაციით, სტუდენტები.
ვიდეო: OSINTdefender