„ეს რომ შენი შვილი იყოს“ – დღეს ეკონომიკის სამინისტროსთან “ოცნების ქალაქის” ტრაგედიას გააპროტესტებენ

„ეს რომ შენი შვილი იყოს“ – ამ ლოზუნგით დღეს, 17:00 საათზე მოქალაქეების ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან საპროტესტო აქციას გაიმართება. მოქალაქეები ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას გააპროტესტებენ და სამძიმარს გამოუცხადებენ გუშინ, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე დაღუპული ბევშვების ოჯახებს.
„15 თებერვალს რეჟიმის უპასუხისმგებლობას ორი სიცოცხლე შეეწირა.
საქართველო დღეს ძალიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაშია.
„ოცნების ქალაქის” ტერიტორიაზე მ მშენებლობის მეორე ეტაპი 10 თებერვალს დააანონსა. ადგილი არ იყო შემოსაზღვრული უსაფრთხოების ღობით. უსაფრთხოების ზომების დაუცველობას კი ემსხვერპლა 2 მცირეწლოვნის სიცოცხლე, რომლებიც გარეთ ჯართის შესაგროვებლად იყვნენ გამოსულები.
16 თებერვალს, 17:00 საათზე ვიკრიბებით ეკონომიკის სამინისტროსთან, რათა გავაპროტესტოთ ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, მოვითხოვოთ პასუხი ამაზე პასუხისმგებელ პირებისაგან და სამძიმარი გამოვუცხადოთ დაღუპული მცირეწლოვნების ახლობლებსა და მთელს საქართველოს“, – წერია აქციის ანონსში.