ეს როგორ გამორჩათ “შიგევროპელებს”, ჯო უილსონის კავშირებმა ვერ გაამართლა?

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა რამშტაინის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო? ვერ მოასწარით უსტარის გაგზავნა ირაკლი ჩიქოვანის დაბლოკვასთან დაკავშირებით? – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.
როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან მსგავსი სახის შეხვედრები ცოტა ხანში გაათმაგდება.
“ეს როგორ გამორჩათ შიგევროპელებს? რაო, ჯო უილსონის კავშირებმა ვერ გაამართლა? საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა რამშტაინის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო?
ვერ მოასწარით უსტარის გაგზავნა ირაკლი ჩიქოვანის დაბლოკვასთან დაკავშირებით? ასეა, ჯერ იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, ახლაა და თავდაცვის მინისტრი, ცოტა ხანში შეხვედრები და თანამშრომლობები გაათმაგდება და იძახოს მერე სალომემ მე საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი ვარო.” – წერს ფოჩხუა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ჯაფარიძე: ეს დაღესტანი მახაჩკალაა… როცა სისტემა ემსახურება ძალაუფლების შენარჩუნებას და რუსულ ჭაობში ჩათრევას, როგორც ეს რუსული გავლენის ყველა ქვეყანაში ხდება შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა, ნგრევა და მსხვერპლი (ვიდეო)

ლიზა გეგეჭკორი: ძალიან კარგი ქნეს, რომ გააძევეს ეს სადიგოვი. 63-ჯერ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული კანონი. რომელი თავმოყვარე ქვეყანა აპატიებს ვინმე უცხოელს, თუნდაც სხვა ქვეყანაში ჩასულ ქართველს 63-ჯერ კანონდარღვევას? მე გეტყვით – არცერთი