ეს რა იყო. ზურიკო -“ოსერი” 3:1 [VIDEO]

ლიგა 1-ის მეშვიდე ტურში „სენტ-ეტიენმა“ სახლში „ოსერი“ ზურიკო დავითაშვილის ჰეთ-თრიკით 3:1 დაამარცხა.
მასპინძლები გასაკვირად აქტიურები იყვნენ, მათ რიგებში განსაკუთრებით ზურიკო დავითაშვილი აქტიურობდა, რომელმაც პირველი ლამაზი დრიბლინგი ვერ დააგვირგვინა, თუმცა შემდეგ ისევ შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და თავისი გუნდი ლამაზი გოლით დააწინაურა. პირველი ტაიმის დასარულს ზურიკომ პარტნიორი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ მან შანსი ხელიდან გაუშვა.
მეორე ტაიმში ქართველმა კიდევ ორჯერ დალაშქრა მეტოქის კარი და ჰეთრიკით თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა. მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე აგრეთვე ორი საგოლე გადაცემაა.