„ეს, რა თქმა უნდა, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ „ლელოს“ და „გახარიას“ გაერთიანება ცუდია“ -მერაბ მეტრეველი

„ეს, რა თქმა უნდა, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ „ლელოს“ და „გახარიას“ გაერთიანება ცუდია“ -მერაბ მეტრეველი
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:
„ორიოდე სიტყვა ოპოზიციური პარტიების გაერთიანებაზედ.
არ ვიცი, პირველად ვინ თქვა, რომ ბარიერს მიღმა დარჩენილი პარტიების მანდატების დიდი უმრავლესობა „ოცნებასთან“ წავა და ამიტომ რაც შეიძლება უნდა გამსხვილდეთო, მაგრამ ეს დიდი ტყუილი კია.
კანონის მიხედვით, ბარიერვერგადალახული პარტიების მანდატები ბარიერგადალახულ პარტიებზე იყოფა თანაბრად, რა დროსაც „ოცნება“ აშაკრად წაგებაშია.
მაგალითად, თუ გაუნაწილებელი დარჩა 25 მანდატი და პარლამენტში შევიდა 5 პოლიტკური სუბიექტი (დღევანდელი მონაცემებით, სწორედ ასე მოხდება და პარლამენტში შევლენ: „ოცნება“,ნაცების კოალიცია, გვარამიას პარტიის კოალიცია, „ლელოს“ კოალიცია და გახარია), ეს 25 მანდატი ხუთზე გაიყოფა და თითოეულს შეხვდება 5 მანდატი, მაგრამ რადგან პროდასავლური ოპოზცია პარლამენტში კოალიციის შეკვრას აპირებს, გამოდის რომ ოპზციიის კალათაში წავა 20 მანდატი და ხლეისუფლების კალათაში – მხოლოდ 5. შესაბამისად ამ მხრივ ხელისუფლებას კი არა, ოპოზიციას აქვს უპირატესობა, რადგან ხმების 4/5 მასთან მიდის. ეს რანარიადაა ხელისუფლებისთვის სასარგებლო?
მთელი პარადოქსი აქ ისაა, რომ ოპოზცია თუ არჩევნებამდე გაერთიანდებოდა ერთ ძალად (როგორც ამისკენ ბევრი მოუწოდებდა), მაშინ ხმები ორ სუბიექტზე გაიყოფოდა და პირველ ადგლზე გასულს 13 მანდატი შეხვდებოდა, მეორეზე გასულს – 12. ანუ გადაუნაწილებელი მანდატების ამბავში ჯობია ოპოზცია დაანწვრებული შევიდეს პარლამენტში,(ოღონდ აქ მთაავრია, რომ შევიდეს და ბარიერს მიღმა არ დარჩეს ბევრი ). თუმცა ერთ ძალად გაერთიანებას სხვა უპირატესობა ქონდა: სინერგიის ეფექტი და დამეტებითი ამომრჩეველი არჩევნებზე.
თუ ხვალ პრეზიდენთან შევხედრის მერე გახარია და „ლელო“ გაერთიანებაზე შეთანხმდება და ერთ სუბიექტად გვალენ არჩევნებზე, მაშინ პარლამენტში ხუთის მაგივრად ოთხი სუბიექტი აღმოჩნდება – ერთი სახელისუფლებო და სამი ოპოზციური, შესაბამსიად ჩვენს მაგალათში მოყვანილი 25 გადაუნაწილებელი მანდატი ასე განაწილდება: შვიდი „ოცნებას“ ერგება, ექვს-ექვსი კი, – დანარჩენებს .ოპოზიციას საეთო ჯამში 18 მანდატი შეხვდება ანუ 2 მანდატით ნაკლები, ვიდრე წინა შემთხვევის დროს.
ეს, რა თქმა უნდა, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ „ლელოს“ და „გახარიას“ გაერთიანება ცუდია, რადგან შეიძლება ამ გაერთიანებამ იმდენი ახალი ამომრჩეველი მიიყვანოს არჩევნებზე და იმდენი ხმა შემატოს ოპოზციის ყულაბას, რომ ის ორი მანდატი დაუნანებლად აჩუქო „ოცნებას.“
ოღონდ, ეს ყველაფერი კარგადაა დასათვლელი. სოციოლოგიური კველაა ჩასატარებელი და გასარკვევეი, ამ პარტიების გაერთიანება იძლევა ტუ არა სინერგიის ისეთ ეფექტს, რომ ზრდის ოპოზციური ამომრჩეველის საერთო რაოდენობას. იქნებ პირქით, აკლებს?
კვლევის ჩატარებამდე მათი გაერთიანება ცალსახად სასარგებლოდ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გამოცხადდეს, თუ ზუსტადაა ცნობილი, რომ ცალ-ცალკე გასვლის შემთხვევაში ერთ-ერთი მათგანი (ან ორივე), ბარიერს ვერ ლახავს.“

ასევე დაგაინტერესებთ