“ეს რას ნიშნავს? TV Imedi დამისახელეთ ერთი ნაცემ-ნაწამები ადამიანი, რომელსაც თქვენს ეთერში აჩვენებთ” – მეზვრიშვილი

ეს რას ნიშნავს ? საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia ქართული ოცნება / Georgian Dream დამისახელეთ მიმდინარე აქციებზე ნაცემ-ნაწამები ერთი უკანონო პატიმარი, რომელსაც ამის უფლებას აძლევთ. ნაცემ-ნაწამებ ხალხს მოსამართლე ცემა-წამების დეტალებზე საუბარს აწყვეტინებს და ეს ადამიანი საავადმყოფოს პალატიდან სასამართლოს სხდომაზე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. აღარაფერს ვამბობ, ნაცემ-ნაწამებ ხალხს ექიმი რომ სანატრელი გაუხადეთ და ეს ადმიანი კაცმა არ იცის რატომ გყავთ საავადმყოფოში.
TV Imedi დამისახელეთ ერთი ნაცემ-ნაწამები ადამიანი, რომელსაც თქვენს ეთერში აჩვენებთ ან მის მცირედ კომენტარს მაინც გადმოსცემთ.
ამიტომ, დიახ, მხოლოდ თქვენ გაწყობთ ეს სიგიჟე. დიახ, თქვენს გარეშე ეს არ ხდება. მაგრამ, საბედნიეროდ, ამ სახალხო პროტესტს ვეღარაფერი აფუჭებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება