“ეს პსჟ-ს მიერ “ლივერპულის” ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!” – ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, კრისტოფ დიუგარიმ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, პსჟ-სა და „ლივერპულის“ მომავალ მატჩებზე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება.
„მართალი გითხრათ, ეს ადვილი გასეირნება იქნება. „ლივერპული“ უბრალოდ კატასტროფულია. 14 მოგება, 10 წაგება და 7 ფრე ამ სეზონში. არ ვიტყვი, რომ ცუდი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ არ თამაშობენ როგორც გუნდი. ჩემი აზრით, კლასში განსხვავება უზარმაზარია. მგონია, პსჟ პირველივე შეხვედრაში გადაწყვეტს დაპირისპირების ბედს.
„მანჩესტერ სიტისთან“ ახლახან ოთხი გოლი გაუშვეს, გარანტიას გაძლევთ, შეშინებულები ჩამოვლენ. თუმცა, უსმან დემბელემ და მისმა თანაგუნდელებმა ზედმეტი თავდაჯერებულობა არ უნდა გამოიჩინონ.
ნახეთ „ლივერპული“? საერთოდ არაფერი არ აქვთ. მოუქნელები არიან, ლოკოკინას სისწრაფით გადაადგილდებიან. იმ ინტენსივობიდან, მენტალობიდან და სხვა კომპონენტებიდან გამომდინარე, რასაც „პარი სენ ჟერმენი“ აჩვენებს, ამ ორი გუნდის შედარება არ შეიძლება. ეს ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!“, – განუცხადა დიუგარიმ RMC Sport-ს.