ეს პროცესი საკონსტიტუციო ცვლილებით უნდა გამყარდეს – დიმიტრი ხუნდაძე ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზე

„ერთ მხარეს არის გარედან შემოტანილი ჭრელაჭრულა კუპიურები, მეორე მხარეს კი, ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი დგას და მისი დაცვისთვის შემუშავებული კანონპროექტი „ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან“ დაკავშირებით,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა მ.
მისივე თქმით, ქვეყანაში სექსუალური უმცირესობისა და არატრადიციული ორიენტაციის მქონე პირთა უფლებები დაცულია ანტიდისკრიმინაციული კანონის ძალით, თუმცა, სამწუხაროდ, დასაცავი გახდა თავად უმრავლესობა.
„ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, რომელიც მომაკვდავი ერების სიაშია შესული და გვმართებს მეტი სიფრთხილე.
საკანონმდებლო დონეზე მივიღებთ კანონს „ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან“ დაკავშირებით, მაგრამ, როცა არ იქნება „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, შესაძლოა, რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი მოვიდეს და შეეცადოს კანონმდებლობის შეცვლას, ამიტომ მეტი დაზღვევისთვის, საკონსტიტუციო ცვლილებითაც უნდა გამყარდეს ფუნდამენტი, რათა ამ თემას არავინ შეეხოს.
რაც შეეხება ოპოზიციას – ერთ მხარეს არის უმცირესობა, რომელსაც ლობირებას უწევს გარე ძალების საკმაოდ მნიშვნელოვანი გავლენის მქონე ლობისტური ჯგუფები, სადაც იდება დიდი ფული და მეორე მხარეს არის ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი. სექსუალური უმცირესობისა და არატრადიციული ორიენტაციის მქონე პირების უფლებები დაცულია ანტიდისკრიმინაციული კანონის ძალით. მაგრამ, სამწუხაროდ, მივიღეთ ის, რომ უმცირესობა დავიცავით და უმრავლესობა გახდა დასაცავი.
ასე რომ, ერთ მხარეს არის გარედან შემოტანილი ჭრელაჭრულა კუპიურები, მეორე მხარეს კი, ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი დგას და მისი დაცვისთვის შემუშავებული კანონპროექტი „ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან“ დაკავშირებით.
ოპოზიცია, რომ წამოვიდეს უმრავლესობისკენ, დაკარგავს ფულს, პატრონებს, არადა ვერც საზოგადოების დასანახად აფრიალებენ ლგბტ დროშას, რომელიც შეიძლება უხდებათ კიდეც.
ასეთ შემთხვევაში დაკარგავენ საზოგადოებას, ამომრჩეველს, არადა არჩევნები მოდის და გაიჭედნენ შუაში.
როცა კანონს – ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით არ ეთანხმები, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელში ლგბტ დროშა გიჭირავს,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე გამოირჩევა ქვეყნის და ეკლესიის მტრობით, როგორ შეიძლება ის აირჩიო ქართველი ხალხისთვის სპიკერად, რაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გააკეთა – როცა თანამშრომლობ კობახიძესთან, ნიშნავს, რომ იზიარებ რადიკალიზმს და იღებ მის ყველა მოქმედებაზე პასუხისმგებლობას

საქართველო კვლავაც გამოირჩევა რეგიონში პოზიტიური განვითარების დინამიკით, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი კარგად ფუნქციონირებადი მთავრობის ინდექსი ცხადყოფს, რომ საქართველო პირველ ადგილზეა როგორც კავკასიაში, ისე შავიზღვისპირეთში

ევროკომისიის პოზიტიური მშვიდობის 2024 წლის ანგარიშით, საქართველოს მთავრობა მსოფლიოს 40 საუკეთესოს შორის მოხვდა, რაც “ქართული ოცნების”გუნდის პრაგმატული და მოქალაქის ინტერესებზე მორგებული მმართველობითი მოდელის ეფექტურობის დადასტურებაა